ჩაბარების ვადა:

6 სექტემბერი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T10486 - ტენდერი სტაციონარული წყაროდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე (დამაბინძურებელი) ნივთიერებათა გაფრქვევის უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის სისტემის პროექტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს სტაციონარული წყაროდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე (დამაბინძურებელი) ნივთიერებათა გაფრქვევის უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის სისტემის პროექტირებაზე.

სამუშაოს სპეციფიკაცია:

  • სტაციონარული წყაროდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე (დამაბინძურებელი) ნივთიერებათა გაფრქვევის უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის სისტემის პროექტირება;

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • ტექნიკური დავალება. (დანართი #1)
  • ინფორმაციისთვის, პროექტისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა (დანართი #2):
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება №192
  • საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია პროექტის მოწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 06 სექტემბერი, 17:00 საათი.
    დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი (23/08-ME/EMSP-21);
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.  

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
შალვა გოგოლაძე
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
მურთაზ სვანი
საკონტაქტო ნომერი: 599 185 372

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები