ჩაბარების ვადა:
        
    30 აგვისტო 2021, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT10488 - ტენდერი ორი ვიდეორგოლის მომზადებაზე
- გამომცხადებელი: კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 30 აგვისტო 2021 დრო 15:00
 
                                                გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
                                        
                                    
                                
                
                
                
                ტენდერის აღწერილობა:
სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ იწვევს კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც უკავშირდება ორი ვიდეორგოლის მომზადებას.
ვიდეორგოლების მიზანია:
- კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე არსებული ღია საწყობისა („პლაზა“) და საკონტეინერო საწყობში არსებული გადატვირთვებისთვის გამიზნული დახურული ტერიტორიის გადაღება და სამიზნე აუდიტორიისთვის გაცნობა; ნავსადგურის მხრიდან კლიენტებზე მორგებული სერვისების გაცნობა და პოპულარიზაცია.
 - საზოგადოების ინფორმირება, კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობის შესახებ (თანამშრომლების მონაწილეობით).
 
სამუშაოს აღწერა:
- ვიდეორგოლები უნდა მომზადდეს ფოთის საზღვაო ნავსადგურში.
 - ,,პლაზას“ შესახებ ვიდეორგოლის ქრონომეტრაჟი განსაზღვრულია 35-40 წამამდე; 
თანამშრომლების ჩართულობით მომზადებული ვიდეორგოლის ქრონომეტრაჟი განსაზღვრულია 1:30-დან 2:00 წუთამდე. - ვიდეორგოლებისთვის რესპონდენტებს განსაზღვრავს დამკვეთი, თუმცა სცენარის შემუშავება უნდა მოხდეს კონტრაქტორის მიერ დამკვეთთან შეთანხმებით;
 - კონტრაქტორი შეიმუშავებს ვიდეორგოლების სცენარს (შინაარსის, გადაღების, მუსიკალური გაფორმებისა და დიზაინის ჩათვლით), ასევე, უზრუნველყოფს გამართულ და მაღალი დონის გადაღების პროცესს, მონტაჟს, ფერთა კორექციას, მუსიკისა და ხმოვანი ეფექტების (კადრს გარეთ ხმა) კორექციას;
 - ინტერვიუსთან ერთად ვიდეორგოლებს უნდა ჰქონდეს გრაფიკული გაფორმება (ტიტრები, მნიშვნელოვანი ფრაზები);
 - ვიდეორგოლებს, საჭიროების მიხედვით, თან უნდა ერთვოდეს Voice-over და სუბტიტრები. ტიტრების თარგმნა, მაღალ დონეზე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონტრაქტორის მიერ.
 
შენიშვნა:
- სამუშაო უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში;
 - ვიდეორგოლის გავრცელება შესაძლებელი უნდა იყოს, როგორც სოციალურ ქსელში, ისე სატელევიზიო სივრცეში.
 
ვიდეორგოლის გადაღება უნდა მოხდეს შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით:
- ფორმატი FULL HD (1920x1080). ვიდეორგოლის მონტაჟი უნდა მოხდეს უახლესი პროგრამებით.
 
ტენდერში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტენდერში მონაწილეობა შეუძლია, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს;
 - კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტენდერით განსაზღვრული დავალების მიმართულებით;
 - სასურველია კომპანიას ჰქონდეს მსგავსი ვიდეო რგოლის მომზადების გამოცდილება;
 - სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
 
დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ (პორტფოლიო);
 - მინიმუმ 3 ვიდეორგოლის ბმული განთავსებული youtube.com-ზე;
 - ტექნიკური წინადადება: პროდუქციის მიწოდების პირობები, მომსახურების გაწევის ვადები (დაწყებისა და დასრულების თარიღი);
 - ფინანსური წინადადება: მომსახურების სრული ღირებულება, დღგ-ს გარეშე.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 30 აგვისტოს 15:00 საათისა.
 - სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: nino.tabatadze@apmterminals.com
 
ტენდერთან დაკავშირებული ყველა შეკითხვა ან განმარტება 2021 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით, შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: nino.tabatadze@apmterminals.com
ტენდერის კატეგორია:
- 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები