ჩაბარების ვადა:

7 სექტემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10498 - ტენდერი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციაზე / რეაბილიტაციაზე

ტენდერის აღწერილობა:

ტენდერი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციაზე / რეაბილიტაციაზე
გამოქვეყნებულია: 24 აგვისტო / ბოლო ვადა: 7 სექტემბერი, 2021 წ
თანდართული ფაილი: CCRG Tender announcement - annexes 

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს: https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/ ; https://georgia.charita.cz/

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), სახელმწიფო ზრუნვისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა  და დახმარების სააგენტოსთან და პროექტის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან "ახალი ალტერნატივა - საქართველო" თანამშრომლობით,  ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს ”გზა შინ: ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარება საქართველოში”. პროექტის ერთ-ერთი მიზანია სოციალური სერვისების, კერძოდ, მცირე ზომის საოჯახო ტიპის სერვისებისთვის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა.

CCRG იწვევს დაინტერესებულ მხარეებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დუშეთის მუნიციპალიტეტში სერვისის ორგანიზებისთვის საჭირო შენობის სარეკონსტრუქციო/სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით. დეტალური სპეციფიკაცია მოცემულია თანდართულ განაცხადში დანართებთან ერთად:

განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები: 

  • დანართი 1. განაცხადის ფორმა
  • დანართი 2. ბიუჯეტის ფორმა
  • დანართი 3. სამუშაოს შესრულების გრაფიკი
  • დანართი 11. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია (ხელშეკრულების დანართი)

სახელმძღვანელო დოკუმენტები (სავალდებულო):

  • დანართი 4. სამშენებლო პროექტი: https://bit.ly/3gOYJKD
  • დანართი 5. მშენებლობის ნებართვა
  • დანართი 6. განმარტებითი ბარათი
  • დანართი 7. ხელშეკრულების პროექტი

სატენდერო წინადადების წარდგენა - სავალდებულო დოკუმენტები:

  • საპროექტო განაცხადი - ხელმოწერილი ბეჭდით (დანართი 1);
  • დეტალური ბიუჯეტი და საქმიანობის კალენდარული გრაფიკი, განცხადების დანართების შესაბამისად (დანართი 2. ბიუჯეტის ფორმა; დანართი 3. სამუშაოს შესრულების გრაფიკი);
  • ხელმოწერილი დანართი #11. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია;
  • კომპანიის ხელმძღვანელის და მშენებლობის მენეჯერის CV (ინგლისურ ენაზე), რომელშიც მოცემულია კვალიფიკაცია და გამოცდილება ამ სფეროში; განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი სამშენებლო პროექტების პორტფილიო;
  • მსგავსი სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების ასლები;
  • ამონაწერი საჯარო ან გადამხდელთა რეესტრიდან (ბოლო 6 თვის), პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირებისთვის) ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • საბანკო გარანტია 2% (შერჩეული კომპანია ვალდებული იქნება წარმოადგინოს);
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული განაცხადი არ განიხილება. წინადადებები  (დანართები 1, 2, 3, 11) წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

კონსულტაცია და განაცხადის გაკეთების ვადა:

დაინტერესებულ მხარეებთან ონლაინ კონსულტაციები გაიმართება 31 აგვისტოს, 16:00 საათზე (საქართველოს დროით). კონსულტაციებზე რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა მხარემ უნდა გამოაგზავნოს შეტყობინება ელ. ფოსტაზე ccrg.vacancy@gmail.com არაუგვიანეს 27 აგვისტოსი, წერილის სათაურის ზოლში "სატენდერო ონლაინ კონსულტაცია".

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 7 სექტემბერი, 18:00 საათზე (საქართველოს დროით)

  • ელექტრონულად ccrg.vacancy@gmail.com ელ-ფოსტაზე და სრული განაცხადის ბეჭდური ასლი ხელმოწერილი;
  • დალუქული კონვერტში შემდეგ მისამართზე: თბილისი, კარტოზიას ქ. # 8, ბლოკი 4 , პირველი სადარბაზო, მე-9 სართული, ბინა 24. (ლიფტის კოდი გაიგზავნება პრეტენდენტის მობილურ ტელეფონზე და ელექტრონულ ფოსტაზე).

შენიშვნა: CCRG არ მიიღებს სატელეფონო ზარებს ტენდერის შესახებ.

განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. შერჩეული აპლიკანტები ინტერვიუზე მოიწვევიან ტენდერის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში. 

CCRG იტოვებს უფლებას არ უპასუხოს აპლიკანტებს, რომლებიც არ იქნებიან ინტერვიუზე მოწვეულნი, ტენდერის დასრულების შემდგომ. 

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები