1 სექტემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10500 - ტენდერი საკონსულტაციო და პროფესიონალურ მომსახურებაზე 2022-2023 წლებისთვის
ტენდერის აღწერილობა:
შპს ვიონ საქართველო აცხადებს ტენდერს საკონსულტაციო და პროფესიონალურ მომსახურებაზე 2022-2023 წლებისთვის.
ყველა დაინტერესებულმა სუბიექტმა წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შევსებული მონაწილის ბარათი (ი.ხ მიმაგრებული ფაილი).
ადმინისტრაციულ საკითხებზე:
ვლადიმერ კაკულია,
ტელ: +995 597 97 03 42,
ელ. ფოსტა: VKakuliya@beeline.ge
წინადადებების წარმოდგენა მოხდება ელექტრონული არქივის სახით მეილზე: VKakuliya@beeline.ge. არქივი დაცული იყო ფასვორდით, რომელსაც გაგზავნით მეილზე TEsartia@beeline.ge სხვა მეილებზე კოპირების გარეშე.
გთხოვთ წინადადება წარმოადგინოთ არაუგვიანეს 01.09.2021 18:00სთ-მდე. კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ.
Lot III. - საკონსულტაციო და პროფესიონალური მომსახურება 2022-2023 წლებისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ბიუჯეტი:
- მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს 1 მლნ ლარზე (დღგ-ს გარეშე) მეტი წლიური შემოსავალი აუდიტორული საქმიანობიდან ბოლო ორი წლის პერიოდში (2018-2019 გამოქვეყნებული ანგარიშგებების მიხედვით)
- მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს საგადასახადო აუდიტის და საგადასახადო კონსულტაციების მომსახურების გაწევის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.
- მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს მობილური საკომუნიკაციო კომპანიებისთვის საკონსულტაციო, პროფესიული ან/და აუდიტორული მომსახურების სერვისის გაწევის გამოცდილება ფინანსური ან/და საგადასახადო მიმართულებით ბოლო 5 წლიან პერიოდში.
- მომსახურების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში.
ტექნიკური დავალება:
- რეგულარული წერილობითი და ზეპირი კონსულტაციები საგადასახადო კანონმდებლობის საკითხებზე. მათ შორის დამკვეთის მიერ საანგარიშო თვის დახურვის პერიოდში (დამკვეთის გრაფიკის მიხედვით) კონსულტაციების გაცემა მიუხედავად დასვენების და სადღესასწაულო დღეებისა;
- დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში წერილობითი ოფიციალური პასუხის მომზადება საგადასახადო საკითხებზე;
- დამკვეთისთვის რეგულარული წერილობითი სახით ინფორმაციის მიწოდება საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე/სიახლეებზე. ცვლილებების და სიახლეების მიხედვით დამკვეთის ოპერაციების ანალიზის საფუძველზე კონსულტაციების გაწევა ცვლილებების დასანერგად;
- ყოველთვიურად ან/და გადასახადების დეკლარირების ვადების მიხედვით დამკვეთის ფინანსური ბაზის მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ტრანზაქციების ანალიზი, მონაცემების დამუშავება , საჭიროების შემთხვევაში კორექტირებების შესახებ დამკვეთის ინფორმირება, ყველა სახის საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების მომზადება და დამკვეთთან შეთანხმებით მათი წარდგენა შემოსავლების სამსახურში.
- დადგენილი ვადების მიხედვით საპენსიო, სტატისტიკის და რეგულირების ფორმებისთვის მონაცემების დამუშავება და დამკვეთთან შეთანხმებით მათი წარდგენა შესაბამის უწყებებში.
- საგადასახადო აუდიტების დროს აუდიტის მოთხოვნების მიხედვით მონაცემების დამუშავება და დამკვეთთან შეთანხმებით აუდიტორებისთვის წარდგენა. საგადასახადო აუდიტორებისთვის შესაბამისი განმარტებების მიცემა და თანამშრომლობა აუდიტის მთელ პერიოდში;
- სხვადასხვა საგადასახადო საკითხზე დამკვეთის მოთხოვნით ოფიციალური წერილების, განმარტებების და სხვა ფორმების მომზადება.
- მონაწილეობა საგადასახადო დავების ყველა ეტაპზე.
ტენდერის კატეგორია:
- 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები