ჩაბარების ვადა:

8 სექტემბერი 2021, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T10504 - ტენდერი Micro Focus Fortify - პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი კოდის სკანირების გადაწყვეტილებაზე (SAST)

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს Micro Focus Fortify - პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი კოდის სკანირების გადაწყვეტილებაზე (SAST)

ძირითადი მოთხოვნები:  

  • Micro Focus Fortify - პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი კოდის სკანირების გადაწყვეტილების (SAST) შეძენა , რომელიც განკუთვნილია დაწერილი კოდის სკანირებისთვის და მასში ნაპოვნი პოტენციური  მოწყვლადობების ანალიზისთვის.
  • გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, მასთან საბოლოო ხელშეკრულების გაფორმებამდე, უნდა მოახდინოს შემოთავაზებული გადაწყვეტილებით სატესტო სისტემის გამართვა და შემსყიდველისთვის ტესტირების შედეგების წარდგენა. შედეგების წარსადგენი ვადა არაუმეტეს 3 კვირა.
  • შემოთავაზებული პროდუქტის ლიცენზია უნდა იყოს უვადო და მხარდაჭერის სერვისის ვადა მინიმუმ 1 წელი.
  • ლიცენზიის ფარგლებში უნდა იყოს შესაძლებელი პარალელურ რეჟიმში 10 პროექტის სკანირება.
  • ინსტალაციის, დანერგვის და სწავლების სერვისები უნდა განხორციელდეს მწარმოებლის მხრიდან სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი  

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);  
  • ხელმოწერილი ფასების ცხრილი; (იხ.თანდართულ ფაილი);  
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF-ი
  • ამონაწერი კრედიტ ინფოს  ბაზიდან (შესაძლებელია ელექტრონული ვერსია )
  • შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები დაინჟინრის СV 

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 8 სექტემბერი 2021 წელი 16:00 საათამდე
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზეარსებულ ტენდერების ყუთში
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.geგაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების  სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
პაატა შეტეკაური
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112  ტელ.: (+995 32) 2202222 (1834)
E-mail: p.shetekauri@procreditbank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები