ჩაბარების ვადა:

14 სექტემბერი 2021, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T10580 - ტენდერი ერთჯერადი გამოყენების სამშრიანი პირბადის და 1 ლიტრიანი ხელის სადეზინფექციო ხსნარი (დოზატორით) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ერთჯერადი გამოყენების სამშრიანი პირბადის და 1 ლიტრიანი ხელის სადეზინფექციო ხსნარი (დოზატორით) შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

დასახელება შესასყიდი რაოდენობა
ერთჯერადი გამოყენების სამშრიანი პირბადე 20000 ცალი
1 ლიტრიანი ხელის სადეზინფექციო ხსნარი (დოზატორით) 300 ცალი

ძირითადი მახასიათებლები:
ერთჯერადი გამოყენების სამშრიანი პირბადე

  • ერთჯერადი გამოყენების 3 შრიანი პირბადე;
  • არ უნდა აღიზიანებს სახის კანს;
  • კარგად უნდა ერგებოდეს სახეს და არ ართულებს სუნთქვას;
  • უნდა იყოს მაღალი ელასტიურობის დამჭერებით;
  • უნდა გააჩნდეს ცხვირის ფიქსატორი;
  • უნდა იყოს მუყაოს კოლოფებში ან ცელოფანში მოთავსებული 50 ან 100 ცალიანი შეფუთვებით;
  • უნდა ჰქონდეს დაავადებათა კონტროლის დასკვნა/სერთიფიკატი;

1 ლიტრიანი ხელის სადეზინფექციო ხსნარი (დოზატორით)

  • პროდუქტის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ის ანტიმიკრობული აგენტები, რომლებიც ეფექტურია სხვადასხვა კოროვირუსების საწინააღმდეგოდ და არანაკლებ იმ კონცენტრაციის წილით, როგორც ეს რეკომენდებულია „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობია ეროვნული ცენტრის“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით.
  • შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ჰიპოალერგიული, მზა სახის სითხე, პლასტმასის 1 ლიტრიან ჭურჭელში, პროდუქტის მოხმარების ვადა უნდა იყოს არანაკლებ მოწოდებიდან 6 თვის განმავლობაში.
  • გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.
  • მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;

დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია - ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 14 სექტემბერი, 15:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge



ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 სექტემბერი 2021 დრო 18:09
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა