ჩაბარების ვადა:

27 სექტემბერი 2021, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T10675 - ფასთა გამოკითხვა 50 კვტ-იანი მზის ელექტროსადგურის პროექტირებასა და შესყიდვა/მონტაჟზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აცხადებს ფასთა გამოკითხვას 50 კვტ-იანი მზის ელექტროსადგურის (დადგმული სიმძლავრე) პროექტირება და შესყიდვა/მონტაჟის მიზნით.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურის დაპროექტება;
  • მზის პანელების მოწოდება და დამონტაჟება სახურავის ერთ-ერთ ფერდობის ზედაპირის გეომეტრიის შესაბამისად;
  • ელექტროსადგურის გამანაწილებელი კომპანიის ქსელთან მიერთება ნეტო აღრიცხვის ფარგლებში, ელქტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების შესაბამისად;
  • გამომუშავებული ელექტროენერგიის  რეალურ დროში აღრიცხვა, დამუშავება და მონიტორზე ჩვენების საშუალება;
  • პრეტენდენტს ტენდერის გამოცხადებიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს მინიმუმ სამი 100 კვტ ან უფრო მძლავრი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის გამოცდილება 
  • ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უნდა წარადგინოს შესაბამისი სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი
  • ობიექტზე ელექტრული სამუშაოების ჩასატარებლად უნდა წარმოადგინოს სპეციალისტ(ებ)ის ელექტრული უსაფრთხოების ჯგუფის შესაბამისი საკვალიფიკაციო მოწმობა 

მზის პანელების სამონტაჟო ადგილის მახასიათებელი:

  • სახურავების მარგი ფართობი დაახლოებით -100 მ2 (სახურავის არქიტექტურული ნახაზი ატვირთულია);
  • ნაგებობების კონსტრუქცია მდგრადია;
  • სახურავებს გააჩნიათ სამხრეთისკენ პირდაპირი ხედვა;
  • სახურავები არ იჩრდილება;
  • მზის რადიაციის მაღალი მაჩვენებელი;
  • შესაძლებელია ქარიანობა;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • მზის პანელების წარმოშობის (მწარმოებელი კომპანია და ქვეყანა) დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • შემოთავაზებული მზის ელექტრო სადგურის ხარისხის სერთიფიკატები;
  • შემოთავაზებული მზის ელექტრო სადგურის საგარანტიო პირობები;
  • შემოთავაზებული მზის ელექტროსადგურის სავარაუდო წლიური გამომუშავება;
  • მზის პანელების ეფექტურობა;
  • მზის პანელებისა და ელქტროსადგურის სხვა შემადგენელი კომპონენტების ქარხნული გარანტია, ვადების მითითებით;
  • განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი; 
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა;
  • შევსებული და ხელმოწერილი სპეციფიკაცია;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება შენობის სახურავზე მზის პანელების მონტაჟის და შემდგომი ექსპლუატაციის შესაძლებლობის კონსტრუქციული დასკვნის წარმოდგენაზე. 

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სამონტაჟე მასალის გამოყენება(უჟანგავ ფოლადს ან ალუმინს), რათა კონსტრუქციის მდგრადობა პანელების მრავალწლიანი ფუნქციონირების გარანტი იყოს.

სატენდერო მოთხოვნები: 

  • პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ პროდუქციის მიწოდების და  სამუშაოების დროის გეგმა-გრაფიკი.
  • მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა,მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები და შესატყვისობის სერთიფიკატი.

LUMP SUM-ტიპის ხელშეკრულება.

სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილიუნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.). წინადადება შევსებულიუნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში. 

„სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.

  • მომსახურება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
  • სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.

პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის აღნიშნული მომსახურებასთან დაკავშირებით სამუშაოების ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
  • შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
  • ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც შესასრულებელ სამუშაოებზე  დაადგენს დაბალ ფასს, კარგ ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2021 წლის 27 სექტემბერი 15:00 საათამდე;
  • მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგმისამართზე: camilliansge@gmail.com
  • დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxariani@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები