ჩაბარების ვადა:

27 სექტემბერი 2021, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T10676 - ფასთა გამოკითხვა ლიფტის (სრული კომპლექტაცია) და ლიფტის შახტის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე (შესაბამისი ინსტრუმენტებით და მასალებით)

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აცხადებს ფასთა გამოკითხვას ლიფტის (სრული კომპლექტაცია) და ლიფტის შახტის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით (შესაბამისი ინსტრუმენტებით და მასალებით).

ლიფტის ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ თანდართულ ფაილებში.

  • სამუშაოების შესრულებისას ყველა გამოყენებული მასალა და დეტალი უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი და შეესაბამებოდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების დადგენილ სამშენებლო წესებსა და ნორმებს.
  • სატენდეროდ წარმოდგენილი ფასი უნდა მოიცავდეს როგორც ლიფტის შახტის მოწყობის ღირებულებას ასევე ლიფტის კაბინისა და შესაბამისი კომპლექტაციის მოწყობას. ფასები წარმოდგენილი იყოს ცალ–ცალკე, ლიფტის ფასი ცალკე და შახტის მოწყობის ცალკე.
  • პრეტენდეტის მიერ წარმოდგენილი ფასი უნდა მოიცავდეს ლიფტის კაბინისა და შესაბამისი კომპლექტაციის მოწყობას. ფასები (ხარჯთაღრიხვები) წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ–ცალკე.
  • პრეტენდენტ(ებ)ი ვალდებულნი არიან ადგილზე (ობიექტზე) შეისწავლონ არსებული ლიფტის შახტები.
  • ტენდერის პირობების შესაბამისად გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა მოაწყოს როგორც ლიფტი ასევე ლიფტის შახტა.
  • ლიფტის შახტის აგება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჭირო სამშენებლო–სარემონტო ღონისძიებების ჩატარება, ასევე ლიფტის კაბინის მოწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო მოთხოვნების სრული დაცვით.
  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.
  • მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება დამკვეთის მოთხოვნებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და ნორმების, ამასთან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად .

ტენდერში გამარჯვებულ პირს, ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე ან ხელშეკრულების გაფორმებიდან  3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში,შესაძლოა მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება (ამასთან, მოცემული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, გამარჯვებული პრეტენდენტი გამოაცხადოს დისკვალიფიცირებულად და უარი თქვას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე):

  • შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/ სადაზღვევო კომპანიიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 5%–ის ოდენობით. გარანტიის მოქმედება 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/ სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარდგენა–საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია ბოლო 3 წლის განმავლობაში და თითოეულ კლიენტთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება. ამასთან, უპირატესობა მიენიჭება იმ პრეტენდენტებს, რომელთაც აქვთ ანალოგიური პროექტის განხორციელების გამოცდილება);
  • დადგენილი წესით გაცემული და ძალაში მყოფი ევროვენტის სერტიფიკატები სისტემის კომპონენტების მიხედვით;
  • კანდიდატებს შეიძლება მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა. წინამდებარე განცხადებაში აღნიშნულ ვადებში ამავე განცხადებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის ან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად, დაუყოვნებელი შეწყვეტის საფუძველი;
  • გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულების ეტაპზე, შესაბამისი შესყიდვის განხორციელებიდან ან დამკვეთის მოთხოვნიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, დამკვეთს უნდა წარუდგინოს მწარმოებლისაგან (ასევე ნებისმიერი მესამე პირისაგან) ლიფტის/შახტის შემადგენელი კომპონენტების (აგრეგატი, აპარატი, მოწყობილობა და სხვა) შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე შეისყიდოს შახტის შემადგენელი ყველა აუცილებელი ნაწილი, მოწყობილობა და დაასაწყობოს დამკვეთის მიერ მითითებულ ობიექტზე. ხოლო, სამონტაჟო სამუშაოები განახორციელოს აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით სამი დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ;

შენიშვნა

  • მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს 
  • სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის 
  • სახელმწიფო ინსპექციის მიერ გაცემული წერილობითი 
  • მიწერილობა-შეტყობინება 
  • ლიფტის ტექნიკურ გამართულობაზე და ექსპლუატაციაში გაშვებაზე

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა თითოეული ლოტისათვის უნდა იყოს წარმოდგენილი ცალ-ცალკე (სამუშაოების/საქონლის ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით და მოიცავდეს მოწოდება/ტრანსპორტირების ღირებულებასაც);
  • საქონლის მოწოდების ვადა;
  • გამოყენებული მასალის აღწერილობა (მათ შორის მასალის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები), წარმოშობის ქვეყანა;
  • ინფორმაცია ლინოლიუმის მოვლის შესახებ (მწარმოებლის რეკომენდაციაზე დაყრდნობით) - რა სახის საწმენდი და სხვა საშუალებები ესაჭიროება, რა ინტენსივობით, რა რაოდენობით.

სატენდერო მოთხოვნები: 

  • პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ პროდუქციის მიწოდების და  სამუშაოების დროის გეგმა-გრაფიკი.
  • მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა,მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები და შესატყვისობის სერთიფიკატი.

LUMP SUM-ტიპის ხელშეკრულება.

სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილიუნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.). წინადადება შევსებულიუნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში. 

„სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.

  • მომსახურება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
  • სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.

პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის აღნიშნული მომსახურებასთან დაკავშირებით სამუშაოების ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
  • შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
  • არა სრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
  • ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც შესასრულებელ სამუშაოებზე  დაადგენს დაბალ ფასს, კარგ ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2021 წლის 27 სექტემბერი 14:00 საათამდე;
  • მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგმისამართზე: camilliansge@gmail.com
  • დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxariani@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები