
27 სექტემბერი 2021, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT10677 - ფასთა გამოკითხვა ლინოლიუმის მოწოდების და დაგების (შესაბამისი ინსტრუმენტებით და მასალებით) მომსახურებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აცხადებს ფასთა გამოკითხვას ლინოლიუმის მოწოდების და დაგების (შესაბამისი ინსტრუმენტებით და მასალებით) მომსახურების სამომავლო შესყიდვის მიზნით.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3V1Wiah
გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 20 სექტემბერი
ქვეყანა: საქართველო
შესრულების ადგილი: ახალციხე, 9 აპრილისქ. № 1გ
კონტრაქტის დასახელება: სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის ლინოლიუმის მოცოდების და დაგების (შესაბამისი ინსტრუმენტებით და მასალებით) მომსახურებაზე
დამკვეთი: ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში.
ლინოლიუმის მოცოდების და დაგების (შესაბამისი ინსტრუმენტებით და მასალებით)
მომსახურება მოიცავს:
- ლოტი № 1 -- ნიველირებადი (თვითსწორებადი) იატაკის/ ნარევის, ლინოლიუმის, შემდუღებელი ზონარების (შნურების) მოწოდება.
- ლოტი № 2 -- იატაკის მოჭიმვა ნიველირებადი (თვითსწორებადი) იატაკით/ ნარევით, ლინოლიუმის დაგება.
შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადება წარმოადგინოს ორივე ლოტზე.
იატაკის ლინოლიუმი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო განაცხადში მოცემულ კრიტერიუმებს.
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- ხარჯთაღრიცხვა თითოეული ლოტისათვის უნდა იყოს წარმოდგენილი ცალ-ცალკე (სამუშაოების/საქონლის ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.
- მომსახურება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
- გამოყენებული მასალის აღწერილობა (მათ შორის მასალის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები), წარმოშობის ქვეყანა;
- ინფორმაცია ლინოლიუმის მოვლის შესახებ (მწარმოებლის რეკომენდაციაზე დაყრდნობით) - რა სახის საწმენდი და სხვა საშუალებები ესაჭიროება, რა ინტენსივობით, რა რაოდენობით.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების დროის გეგმა-გრაფიკი.
- მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა,მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები და შესატყვისობის სერთიფიკატი.
LUMP SUM-ტიპის ხელშეკრულება.
სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილიუნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.). წინადადება შევსებულიუნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში.
„სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და • ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის აღნიშნული მომსახურებასთან დაკავშირებით სამუშაოების ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
- განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
- შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
- არა სრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.
შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების/საქონლის ღირებულების გადახდის პირობებში ავანსის სახით სამუშაოების ან საქონლის მოწოდების ღირებულების 10% -ზე მეტი ან 10 000 (ათი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.
პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც შესასრულებელ სამუშაოებზე დაადგენს დაბალ ფასს, კარგ ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2021 წლის 27 სექტემბერი 13:00 საათამდე;
- მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგმისამართზე: camilliansge@gmail.com
- დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxariani@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები