ჩაბარების ვადა:
        
    8 ოქტომბერი 2021, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT10687 - ტენდერი დაცვის მომსახურების თაობაზე
- გამომცხადებელი: შპს ლუკოილ-ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 8 ოქტომბერი 2021 დრო 12:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ტენდერს დაცვის მომსახურებაზე.
ტენდერის პირობები:
თავი I. ზოგადი მიმოხილვა:
- მომსახურების გასაწევი ობიექტები - ოფისი და ძეგვის ნავთობბაზა;
 - გასაწევი მომსახურებებლი – დაცვის მომსახურების გაწევა;
 - ხელშეკრულების მოქმედების ვადა– 24 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან.
 
თავი II. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანიარეზიდენტი;
 - კომპანიის სრული დასახელება;
 - იურიდიული მისამართი;
 - ფაქტიური მისამართი;
 - ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
 - საკონტაქტო პირი;
 - საბანკო რეკვიზიტები;
 - კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
 - მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
 - სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მოანწილეს აქვს უფლება გასწიოს წინამდებარე მომსახურება.
 
საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:
- პრეტედენტის მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
 - გადახდისუნარიანობის სერტიფიკატი;
 - შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არარსებობის შესახებ;
 - საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
 - მსგავსი მომსახურებებისა შესახებ ინფორმაცია;
 - ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
 
კომერციული წინადადება:
- ტენდერის მონაწილის კომერციული განცხადება უნდა შეიცავდეს მომსახურების გაწევის ჯამურ ღირებულებას;
 
სატენდერო პროცედურები:
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად, ღია ფორმით.
- ტენდერის თარიღი – 11 ოქტომბერი 2021 წელი, 15:00.
 - ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
 - ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2021 წლის 08 ოქტომბრის 12:00 საათამდე. მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და მასალა, რომელიც მოთავსებულია კონვერტში.
 - კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
 - ვაჭრობაში მონაწილეობს ორგანისაზიის-პრეტედენტის არაუმეტეს 2 წარმომადგენელი.
 - კონვერტები კომეციული წინადადებებით იქნება გახსნილი ტენდერის დროს, რომლის შემდეგაც გაიმართება ვაჭრობა პრეტედენტებს შორის.
 
ტენდერის კატეგორია:
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 71700000 მონიტორინგი და კონტროლი