ჩაბარების ვადა:

4 ოქტომბერი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10689 - ტენდერი ავტო-სატრანსპორტო საშუალებებისა და სამშენებლო ტექნიკის დაზღვევაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 4 ოქტომბერი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

კომპანიები შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 203 826 002, შპს ,,რუსთავის წყალი“ 216 323 351, შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ 203 828 313,  სს "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია" 404 500 857, სს "სვანეთი ჰიდრო" 405 021 275, სს "ზოტი ჰიდრო" 404 499 654, სს „კავკასიის ქარის კომპანია“ 404 519 865, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ 404 957 338, შპს “გეოენერჯი”406 062 353 და შპს “კასლეთი 2” 406 107 118, შემდგომში „შემსყიდველი“, აცხადებენ გაერთიანებულ ტენდერს ავტო-სატრანსპორტო საშუალებებისა და სამშენებლო ტექნიკის დაზღვევის თაობაზე.

შესყიდვის ობიექტის აღწერა / მოთხოვნილი ლიმიტები
მოთხოვნილი სადაზღვევო პროდუქტები, ვადები და ლიმიტები:

  • სადაზღვევო პერიოდი: 03.11.2021-03.11.2022
  • ავტოპარკის ჯამური სადაზღვევო ღირებულება:  GEL 19,590,720.90  

მოთხოვნილი სადაზღვევო პროდუქტები:

  • ავტოდაზღვევა (CASCO)
  • მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა (MPA)
  • ავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირების წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევა (MTPL)
  • მანქანა დანადგარების გარეგანი დაზიანებისაგან დაზღვევა (CPM)
  • დამატებითი TPL გაფართოება CPM პოლისით დაზღვეული ტექნიკისთვის TPL for CPM (უნდა ფარავდეს სამშენებლო ობიექტზე მანქანა დანადგარების ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირების წინაშე წარმოქმნილ პასუხისმგებლობას)
  • სპეციალური გაფართოება, რომელიც დაფარავს მხოლოდ CPM პოლისით დაზღვეული სამშენებლო ტექნიკის (რომლებიც თავისით ვერ გადაადგილდებიან) ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტზე გადაადგილებისას/ლაფეტით ან სხვა საშუალებით გადატანისას დამდგარი ზარალის რისკებს.

მოთხოვნილი ლიმიტები:

  • მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა (MPA) - ლიმიტი 10,000.00 ლარი
  • ავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირების წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევა (MTPL) - ლიმიტი 10,000.00 ლარი
  • დამატებითი TPL გაფართოება CPM პოლისით დაზღვეული ტექნიკისთვის TPL for CPM (უნდა ფარავდეს სამშენებლო ობიექტზე მანქანა დანადგარების ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირების წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობას) - ლიმიტი 10,000.00 ლარი

სპეციალური პირობები:

  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ვადის ამოწურვამდე შესაძლებელი უნდა იყოს ახლად შეძენელი ავტოტრანსპორტისა და სამშენებლო ტექნიკის დაზღვევაში დამატება. 
  • მძღოლების დასაშვები ასაკი უნდა განისაზღვროს 19-80 წლამდე.
  • ყველა პრემია და ფრანშიზა მოწოდებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.
  • ავტოპარკის სიის და საჭირო სადაზღვევო პროდუქტების გადახედვა და სადაზღვევო კომპანიისთვის დაზუსტება შეიძლება მოხდეს პოლისების გაცემამდე.

ყველა ზემოთხსენებულ კომპანიაზე რეგისტრირებული ავტო-სატრანსპორტო საშუალებებისა და სამშენებლო ტექნიკის სია, სადაზღვევო ღირებულებებით, ასევე საჭირო სადაზღვევო პროდუქტების ჩამონათვალით, იხილეთ დანართში N1.  დანართი N1 ინტერესის დადასტურებისთანავე გადმოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • გადაზღვევა უნდა მოხდეს მინიმუმ A კლასის სადაზღვევო კომპანიაში (ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა)
  • პრეტენდენტებმა 48 საათის განმავლობაში, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელ-ფოსტაზე, უნდა დაადასტურონ ტენდერში მონაწილეობის ინტერესი.
  • ინტერესის დადასტურებით პრეტენდენტი ადასტურებთ, რომ მოცემულ ვადაში ან დამატებით შეთანხმებულ ვადაში, რომელზე შეთანხმებაც წერილობით უნდა მოხდეს წარმოადგენთ სატენდერო შემოთავაზებებს.
  • ინტერესის დადასტურებისთანავე გადმოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე დანართი N1 - ავტო-სატრანსპორტო საშუალებებისა და სამშენებლო ტექნიკის დეტალური სია სადაზღვევო პროდუქტების მითითებით

განფასება:

  • განფასება აუცილებლად უნდა გაკეთდეს შემსყიდველის მიერ მოწოდებულ ექსელის ფაილში - „დანართი N1“, რომელიც აუცილებლად ელექტრონული სახით უნდა აიტვირთოს ტენდერის შედეგებში ან გადაეგზავნოს „შემსყიდველს“ წინამდებარე „სატენდერო დოკუმემენტაციაში“ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
შემოთავაზება/ები მოთხოვნილი ლიმიტებისა და პროდუქტების საფუძველზე. შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგს:

  • ვორდინგები თითოეულ პროდუქტზე;
  • სადაზღვევო რისკები; 
  • დაზღვევის მოქმედების არეალი;
  • ხარჯების ანაზღაურების პირობები;
  • გამონაკლისები;
  • სადაზღვევო პრემია; იხილეთ 1.4.2 პუნქტი 
  • ფრანშიზა;

შევსებული დანართი N1-ის ელექტრონული ვერსია -  „შემსყიდველის“ მიერ მოწოდებული ექსელის ფაილი. (სატენდერო შემოთავაზების მარტივად განხილვის მიზნით შეიქმნა დანართი N1, სადაც საშუალება გაქვთ მოთხოვნილი სადაზღვევო პროდუქტების მიხედვით მიუთითოთ შესაბამისი პროდუქტების ტარიფები თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასა თუ ტექნიკაზე.)

ინფორმაცია გადამზღვეველების და გადაზღვეული წილის პროცენტული ოდენობის შესახებ

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

ინფორმაცია 300+ ერთეული ავტო-სატრანსპორტო (სამშენებლო) ერთეულის დაზღვევის გამოცდილების შესახებ

რეკომენდაცია/ები კომპანი(ებ)ისგან, ვისი 300+ ერთეული ავტო-სატრანსპორტო საშუალებაც (ან/და სამშენებლო ტექკიკა) გაქვთ დაზღვეული.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების და ფრანშიზების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ტენდერის ყველა მონაწილეს. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. 

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველის“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 4 ოქტომბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10 
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1114); მობ: +995 595 25 74 58

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); 

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 სექტემბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა