29 სექტემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
შეფასება
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T10698 - ტენდერი AWS-ზე ცენტრის გამოყენებაში არსებული სერვისის და დამატებითი სტორიჯის შეძენაზე
            
        
        - გამომცხადებელი: სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: USD
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 23 სექტემბერი 2021 დრო 12:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 29 სექტემბერი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს სატენდერო კონკურსს შემდეგი სერვისების მისაღებად: AWS-ზე ცენტრის გამოყენებაში არსებული სერვისის და დამატებითი სტორიჯის შეძენა.
ამოცანა: შეძენის ობიექტს წარმოადგენს AWS-ის არსებულ სერვისების შეძენა AWS-ის ოფიციალური პარტნიორი გამყიდველი კომპანიებისაგან. ასევე აღწერაში მითითებული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად AWS-ის დამატებითი სერვისის შეძენა
შეძენის პირობები:
- სერვისის მომწოდებელი უნდა იყოს AWS-ის ოფიციალური Reseller-ი. (უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი);
 - ნებისმიერ დროს შესაძლებელი უნდა იყოს დამატებითი AWS-ის სერვისების შეძენა;
 - გამოყენებული AWS-ის სერვისების ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს თვეში ერთხელ. გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგი თვის 15 რიცხვამდე, წარმოდგენილი ინვოსის/მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. შესაბამისი ინვოისი/მიღება-ჩაბარების აქტი ყოველთვიურად ავტომატურად უნდა მოვიდეს მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე არა უგვიანეს შემდეგი თვის 5 რიცხვისა;
 - თანხის ჩარიცხვის შეფერხების შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სერვისის წყვეტა შემდეგი თვის ბოლომდე. შემდეგი თვის ბოლომდე თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სერვისის გათიშვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე უნდა განხორციელდეს ცენტრის წერილობითი გაფრთხილება;
 - ცენტრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მხოლოდ თავად განახორციელოს AWS-ის სერვისების ადმინისტრირება;
 - კონტრაქტის გაფორმების შემდეგ არ მოხდეს სერვისის წყვეტა;
 - კონტაქტის ვადის გასვლის შემდეგ სხვა კონტრაქტზე გადასვლა უნდა განხორციელდეს ასევე სერვისის წყვეტის გარეშე;
 - ფასები მომწოდებელმა უნდა მოგვაწოდოს AWS-ზე რესურსების ერთწლიანი წინასწარი რეზერვირების გათვალისწინებით.
 - პრეტენდენტმა სერვისის ღირებულება უნდა წარმოადგინოს დოლარში
 - ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება გაფორმებიდან ერთი წლის ვადით
 
6 ცალი ვირტუალური სერვერი AWS-ზე თანდართული სერვისებით 
- EC2
 - 3x EC2:
 - CPU: 4x vCPU
 - RAM: 16GB
 - OS: Microsoft Windows Server 2019
 
3x EC2:
- CPU: 1x vCPU
 - RAM: 1GB
 - OS: Microsoft Windows Server 2019
 - Data Transfer IN per month: 120Gb
 - Data Transfer OUT per month: 120Gb
 
EBS Storage:
- General Purpose SSD: Total 660GB
 - Cold HDD: Total 1TB
 
Load Balancers:
- 3x Application Load Balancers,
 
Backups:
- Daily, All volumes, Retention 6 Month
 
Public IP Addresses:
- 5
 
DNS:
- 1x Hosted zone
 - Outside DNS queries: 900.000
 - Intra AWS DNS queries: 800.000
 
AWS Support:
- Business
 
VPN:
- 4x Site To Site VPN connections
 
WAF:
- 10x WAF Rules
 - 2.000.000 Requests per month
 - 2x WEB Acls
 
დამატებით სერვისების აღწერა
- AWS-ის სტორიჯი
 - Additional storage
 - AWS S3 Standard - 1TB Data
 
გამოსაგზავნი/ასატვირთი დოკუმენტაცია:
- კომპანიის წინადადება გამოგზავნის თარიღით და ბეჭდით დამოწმებული (AWS რესურსების ერთწლიანი წინასწარი რეზერვირების გათვალისწინებით).
 - AWS ოფიციალური პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ვებ-გვერდის ბმული საიდანაც შესაძლებელი იქნება პარტნიორობის გადამოწმება.
 
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 29 სექტემბერი, 18:00 სთ;
 - შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი ნიკოლოზ მინდიაშვილი, საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი:
nmindiashvili@tpl.ge
მობ: 591 404046
ტენდერის კატეგორია:
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
 - 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები