ჩაბარების ვადა:
        
    5 ოქტომბერი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT10741 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალებსა და სერვის ცენტრებში სხვადასხვა სახის სარეკლამო მასალის აღდგენა/შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 5 ოქტომბერი 2021 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალებსა და სერვის ცენტრებში სხვადასხვა სახის სარეკლამო მასალის აღდგენა/შეკეთების მომსახურების შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
 - საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
 - განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
 - ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
 - კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
 - ინფორმაცია მომსახურების ვადებსა და პირობებზე (დანართი #1);
 - ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 - ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - რეკვიზიტები;
 - საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
 
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
 
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- მომსახურება უნდა განხორციელდეს ბანკის სერვის ცენტრებსა და ფილიალებში თანდართული ფაილის, დანართი #1-ის შესაბამისად;
 - პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები.
 - ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
 - ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
 
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
 - სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
 - გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 1 (ერთი) კალენდარული წლის ვადით, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
 
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 5 ოქტომბერი, 17:00 საათი.
 - პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
 - ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
 
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: 
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, 
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200;
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია რუსუდან ქლიბაძე 
მობ: 595 007 031; 
ელ-ფოსტა: Rusudan.Klibadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
 - 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
 - 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა