ჩაბარების ვადა:

15 ოქტომბერი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T10804 - ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს სანიტარიული დაცვის ზონების პროექტის შედგენა 2021 წლის მდგომარეობით

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია აიდიეს ბორჯომი აცხადებს ტენდერს „ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს სანიტარიული დაცვის ზონების პროექტის შედგენაზე 2021 წლის მდგომარეობით“. 
 
ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს სანიტარიულ დაცვის ზონის პროექტი შედგენილი უნდა იყოს 2021 წლის 30 ივლისის მარაგების სახელმწიფო კომისიის #89 ოქმის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ტექნიკური დავალება იხ. მიმაგრებულ ფაილში.

პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები:

  • პროექტი შედგენილი უნდა იყოს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარი­ული დაცვის ზონების განსაზღვრისა და დამტკიცების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №161 დადგენილებისა (26.03.2019 წ.) და „საქართველოს კანონი კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ (20.03.1998 წ.) შესაბამისად;
  • სამუშაო ითვალისწინებს პროექტის მომზადებასა და წარდგენას დამკვეთისადმი და მისი შეთანხმების პროცესის თანხლებას შესაბამის სახელმწიფო უწყებებში;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა გააჩნდეთ მინერალური წყლის საბადოების სანიტარული ზონების პროექტების შედგენისა და სახელმწიფო სტრუქტურებში მათი შეთანხმების გამოცდილება.
  • სამუშაოს შესრულებისა და ჩაბარების ვადაა 3 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ სატენდერო წინადადებები 2021 წლის 15 ოქტომბრის 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: GE_IDSBorjomiTenders@ids-borjomi.com 
 
კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • შესასრულებელი სამუშაოს ფასი;
  • ინფორმაცია კონკურსანტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • დავალების შესრულების ვადა;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება