ჩაბარების ვადა:

28 ოქტომბერი 2021, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T10876 - ტენდერი ქაფით ჩაქრობის ავტომობილის (АПТ-8,0-70-100 (43118) შესყიდვასა და მიწოდებაზე

  • გამომცხადებელი: ბათუმის ნავთობტერმინალი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 28 ოქტომბერი 2021 დრო 12:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" აცხადებს ტენდერს ქაფით ჩაქრობის ავტომობილის (АПТ-8,0-70-100 (43118) შესყიდვასა და მიწოდებაზე.  

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი,  მაიაკოვსკის ქ. 4.

პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) ფასიანი წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

  • პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
  • პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
  • წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
  • გადახდის ფორმა
  • ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი  დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი) განახლებული
  • ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას)
  • პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი  საქონლის / სამუშაოების / მომსახურების ტექნიკური სპეციფიკაცია
  • ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე. 

გამოცხადების თარიღი: 15.10.2021.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 28.10.2021 / 12:00 სთ.

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილებას. 

პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების  შესრულება. 

პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

გამარჯობა, ჩვენ გავამზადეთ სატენდერო წინადადება და დავუკავშირდით საკურიერო მომსახურების გამწევ რამდენიმე ორგანიზაციას დოკუმენტაციის თქვენთვის მოსაწოდებლად. თუმცა, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ვერცერთი მათგანი ვერ უზრუნველყოფს 28 ოქტომბრის 12 საათამდე დოკუმენტაციის ბათუმში მოწოდებას. გთავაზობთ დოკუმენტაციის მოწოდებას ელექტრონულად თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით. ამასთან, ჩვენ მიერ შექმნილი დოკუმენტები (განაცხადი მონაწილეობაზე, კომერციული წინადადება, ტექნიკური სპეციფიკაციები და ა.შ.) იქნება დამოწმებული ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით. აგრეთვე, შესაძლებელია ამ დოკუმენტების დაარქივება პაროლის დადებით, რათა წინადადების გახსნა არ მოხდეს ვადაზე ადრე. დამატებით, წინადადების წარდგენის ვადის გასვლისას მოგაწვდით პაროლს არქივის გასახსნელად. გთხოვთ, გვაცნობოთ, მისაღებია თუ არა თქვენთვის წინადადების წარდგენის მსგავსი ფორმა.

ბათუმის ნავთობტერმინალი
ბათუმის ნავთობტერმინალი

გამარჯობა. ჩვენი კომპანიის წესდება შესყიდვების შესახებ ითვალისწინებს წინადადებების დახურული კონვერტებით მოწოდებას, ამიტომ სამწუხაროდ თქვენს მიერ შემოთავაზებული წინადადების წარდგენის ფორმა არ არის მისაღები.

მიმწოდებელი 1

გამარჯობა, გთხოვთ, გვაცნობოთ, განიხილება თუ არა ჩვენი სატენდერო წინადადება, თუ ავტომობილის მიწოდების ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან?

ბათუმის ნავთობტერმინალი
ბათუმის ნავთობტერმინალი

გამარჯობა. ჩენ განვიხილავთ ყველა შემოსულ სატენდერო წინადადებას. მიღებული სატენდერო წინადადებების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.

მიმწოდებელი 1

გამარჯობა, გთხოვთ დაგვიზუსტოთ რამდენიმე საკითხი: 1. კაბინა მითითებულია 2-ადგილიანი, მაშინ როდესაც საბრძოლო რაზმი უნდა იყოს 3-კაციანი. გთხოვთ, დააზუსტოთ, კაბინაც შესაბამისად 3-ადგილიანი ხომ არ უნდა იყოს? 2. შესაძლებელია თუ არა უჟანგავი ფოლადის ნაცვლად კომპოზიტური მასალისგან დამზადებული ავზების შემოთავაზება. 3.საქონლის მიწოდების ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 20 დეკემბერი, რაც არის ძალზედ მცირე მსგავსი ტიპის ტექნიკისათვის. გთხოვთ, გვაცნობოთ, განიხილავთ თუ არა ჩვენს შემოთავაზებას თუ მივუთითებთ სატენდერო დოკუმენტაციისგან განსხვავებულ მიწოდების ვადას. გმადლობთ წინასწარ.

ბათუმის ნავთობტერმინალი
ბათუმის ნავთობტერმინალი

გამარჯობა, გიგზავნით პასუხებს თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე: 1. ტექნიკურ დავალებაში მითითებულია: საბრძოლო გაანგარიშება მძღოლის ჩათვლით სამი კაცი; 2. უჟანგავი ფოლადის შეცვლა კომპოზიტიური მასალებით ჩვენთვის არ არის მისაღები; 3. მიწოდების ვადა შეიძლება გადავადდეს 2021 წლის 30 დეკემბრამდე. მადლობა.