25 ოქტომბერი 2021, 23:00
სტატუსი:
დასრულებულიT10877 - ქ. ქარელში ახალგაზრდობის ქ. N5-ში მდებარე დევნილთა დასახლების და ახლადაშენებული საბავშო ბაღის მიმდებარედ ბავშვთა სათამაშო მოედნის და სკვერის მოწყობის ფასთა კვოტირება
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
ლოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომაგდენლობა იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს, ქ. ქარელში ახალგაზრდობის ქ. N5-ში მდებარე დევნილთა დასახლების და ახლადაშენებული საბავშო ბაღის მიმდებარედ ბავშვთა სათამაშო მოედნის და სკვერის მოწყობის ფასთა კვოტირებაზე.
მოთხოვნა სატენდერო წინადადებაზე: PR_00167389
სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 15 ოქტომბერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 25 ოქტომბერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00
შემოთავაზების საგანი:
- ქ. ქარელში ახალგაზრდობის ქ. N5-ში მდებარე დევნილთა დასახლების მიმდებარედ ბავშვთა სათამაშო მოედნის და სკვერის მოწყობა.
- დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებს შეუძლიათ მოგვაწოდონ შემოთავაზება ლოტების მიხედვით და გამოხატონ ინტერესი მხოლოდ ერთი ან ორივე პროექტის/ლოტის განხორციელებაზე.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:
- ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ) მოთხოვნილი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ლოტების მიხედვით თანდართული დოკუმენტების შესაბამისად.
- დანართი A - დეტალური ბიუჯეტები ლარში პროექტების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
- დანართი B - სამუშაოების შესრულების გრაფიკი პროექტების მიხედვით უნდა ასახავდეს სამუშაოების შესრულების განრიგს - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული. კვირის რაოდენობების დამატება შესაძლებელია თქვენი შეხედულებისამებრ.
- მომწოდებლის ქცევის კოდექსი ხელმოწერილი( Supplier Code of Conduct)
- მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა შევსებული და ხელმოწერილი( Supplier Profile and Registration form)
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.tbs@drc.ngo ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის 37დ, თბილისი, საქართველო, არა უგვიანეს 25 ოქტომბრისა 24:00.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები