1 ნოემბერი 2021, 19:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T10926 - ტენდერი RSA Toke-ის პროგრამული უზრუნველყოფის, შესაბამისი ლიცენზიისა და მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ჯორჯიან ქარდი აცხადებს ტენდერს RSA Toke-ის პროგრამული უზრუნველყოფის, შესაბამისი ლიცენზიისა და მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები:
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები(შემდგომში- ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთ თანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროგრამული უზრუნველყოფის, შესაბამისი ლიცენზიისა და მხარდაჭერის მომსახურების ჯამური ფასი;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში;
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ერთჯერადად მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- MAF ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს(reseller) იმის დასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
დავალებათა აღწერილობა:
შესასყიდი პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს ქვემოთ აღნიშნული დასახელების და მათი მოწოდება უნდა მოხდეს შემდეგი თანმიმდევრობით და ოდენობით:
- არაუგვიანეს 2021 წლის 20 ნოემბრიდან RSA SecurID Access ტექნიკური მხარდაჭერის გახანგრძლივება (SID Access Base EnhMnt) - 350 ცალ მოწყობილობაზე - პერიოდი 3 წელი
- დამატებითი ლიცენზია (SID Access Base Perpetual) - 50 ცალი
- RSA SecurID Software Token SID 820 (SID Soft Token E-Dlvry 36mo) - 50 ცალი
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია „ჯორჯიან ქარდი“-ს მოთხოვნის საფუძველზე მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში მოახდინოს რეაგირება ნებისმიერი ტიპის დაზიანებაზე, დაადგინოს დაზიანება, უმოკლეს ვადებში მოახდინოს დაზიანების აღმოფხვრა და უზრუნველყოს RSA token-ების გამართული მუშაობა.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller) იმის დასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები.
- წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 1 ნოემბერი, 19:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
ელ.ფოსტა: TENDERS@GC.GE
მობ: +995 577 331197
ტენდერის კატეგორია:
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები