
ჩაბარების ვადა:
9 თებერვალი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1093 - ტენდერი ჰიგიენური საშუალებების შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს ტენდერს ჰიგიენური საშუალებების შესყიდვაზე/მომსახურებაზე.
საქონლის დასახელება იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ა ნ Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.) - მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.
- მომწოდებელი ვალდებულია მიიტანოს სერვის ცენტრების მიხედვით დაკომპლექტებული საქონელი საქართველოს ბანკის საწყობში ურეკის ქუჩა # 2ში.
- ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ღირებულებას;
- საჭიროების შემთხვევაში კომპანია ვალდებულია ბანკს დროებით საკუთრებაში გადასცეს შესაბამისი (ხელსახოცის, თხევადი საპნის, ტუალეტის ქაღალდის) დისპენსერები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით +995 (555) 000778 ბესო ქიტიაშვილი
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 1 თებერვლიდან - 2016 წლის 9 თებერვალის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 თვის პერიოდით.
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
- თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. (კონკრეტული ტენდერის პირობებში).
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, მაგალითად: ჰიგიენური საშუალებების ტენდერის დეტალური აღწერის მიხედვით პუნქტი #1-ში მიეთითება აქანდაზის ღირებულება პუნქტ #2-ში – ცოცხის და ა.შ.
- გთხოვთ ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში “შეკითხვები შემსყიდველს”.
- განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 9 თებერვალი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=523&lang=geo