5 ნოემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
არ შედგა
E
ელ. ტენდერი
T10956 - ტენდერი სარისკო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუნებელყოფის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ,,ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სარისკო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუნებელყოფის მომსახურებაზე.
ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ევექსის ჰოსპიტლები“ ერთი წლის ვადით.
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 5 ნოემბრის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 22 ოქტომბერი 2021 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება: 5 ნოემბერი 2021 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა: 12 ნოემბერი 2021 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება: 13 ნოემბერი 2021 წ.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 5 ნოემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge
შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითზვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საკონტაქტო პირს:
სოფიო ვაჩაძე
ელ. ფოსტა: nsaghinashvili@evex.ge
მობ: +995591451870
ტენდერის კატეგორია:
- 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები