5 ნოემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T10994 - ტენდერი თელავის კლინიკაში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ევექსის კლინიკები („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში - სს ევექსის კლინიკები - თელავის კლინიკაში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღებას.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია,პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს ევექსის კლინიკები.
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 5 ნოემბრისა 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
- ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 27 ოქტომბერი 2021წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება: 5 ნოემბერი 2021წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა: 5 ნოემბერი 2021წ.
- ხელშეკრულების გაფორმება: 8 ნოემბერი 2021წ. - შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
- ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები, შესყიდვის ობიექტი:
- სს ევექსის კლინიკები-ქ. თელავი, ჯორჯიაშვილის ქ.№15, თელავის კლინიკაში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება
- სამუშაოთა ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართში #5 - ხარჯთაღრიცხვა.
- ნახაზები წარმოდგენილია დანართი #7-ის სახით
- სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართ #5-ში განსაზღვრული მოცულობების მიხედვით.
- სამუშაოების დასრულების მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 28 (ოცდარვა) კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.
შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
- მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- სამუშაოების შესრულების ფასი
- შესრულების ვადები
- კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
- საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება
აუცილებელია სარემონტო ფართის ნახვა სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 5 ნოემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Clinics_procurement@evex.ge
ობიექტზე ვიზიტის თარიღი და დრო წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის წარმომადგენელთან:
ვახტანგ ბოჭორიშვილი
ტელ: 599466373
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები