20 ნოემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11032 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე:
- სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი გენერალური მომსახურების ხელშეკრულება (მომსახურების გაგრძლება დამოკიდებულია 1 წლიანი სამუშაო პერიოდის შედეგების შეჯამებით).
- ობიექტების მონაცემების იხ. დანართ #1-ში
- ძირითადი მოთხოვნები იხ. დანართ #2-ში
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ფასთა ცხრილი (იხ. თანდართული ფაილი-დანართი #1)(ღირებულება უნდა იყოს მოცემული ყოველთვიური ფიქსირებული გადახდით ობიექტების მიხედვით, გადასახადების ჩათვლით, ღირებულება უნდა მოიცავდეს როგორც ადამიანური რესურსის, ასევე ქიმიური საშუალებების და ტექნიკური აღჭურვილობის მონაცემებს);
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 3 თვის გაცემული);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით მეილზე-tenders@basisbank.ge (subject-"ტენდერი დასუფთავების მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე")
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 20 ნოემბერი 18:00 სთ-მდე).
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
იულია ენუქიშვილს
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Yulia.enukishvili@basisbank.ge
ტელეფონზე 2 922 922 (შიდა 145)
სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:
გაგა ქემერტელიძეს
ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: Gaga.kemertelidze@basisbank.ge
ტელეფონზე 2 922 922 / (შიდა 178).
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება