
8 ნოემბერი 2021, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT11034 - ტენდერი ქაფით ჩაქრობის ავტომობილის (АПТ-8,0-70-100 (43118) შესყიდვასა და მიწოდებაზე
- გამომცხადებელი: ბათუმის ნავთობტერმინალი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 8 ნოემბერი 2021 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" აცხადებს ტენდერს ქაფით ჩაქრობის ავტომობილის (АПТ-8,0-70-100 (43118) შესყიდვასა და მიწოდებაზე.
მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:
- ტენდერში მონაწილეობის განაცხადი
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
- პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
- წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
- გადახდის ფორმა
- ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს. - პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის / სამუშაოების / მომსახურების ტექნიკური დავალება
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი) განახლებული
- ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ
- ცნობა დავალიანების შესახებ
- ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას)
ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე.
გამოცხადების თარიღი: 02.11.2021.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 08.11.2021 / 12:00 სთ.
ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილებას.
პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.
პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
გამარჯობა, ჩვენ მოგაწოდეთ სატენდერო წინადადება მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს. თუმცა რა მიგვიღია თქვენი მხრიდან რამე სახის გამოხმაურება. ახლა გამოაცხადეთ ახალი ტენდერი ანალოგიური სპეცტექნიკის შესყიდვაზე. გთხოვთ, გვაცნობოთ, რამ არ დაგაკმაყოფილათ ჩვენს წინადადებაში. საჭიროა ჩვენი მხრიდან სატენდერო წინადადების ხელახალი წარდგენა?
მოგესალმებით. გაცნობებთ, რომ სხვადასხვა კომპანიისგან მიღებული სატენდერო წინადადებები არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. შესაბამისად ჩვენი შიდა პროცედურების მიხედვით ტენდერდი არ შედგა და გამოცხადდა განმეორებითი ტენდერი. აქვე დავაზუსტებთ, რომ სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს: 1) ტენდერში მონაწილეობის განაცხადი (თან ერთვის გამოქვეყნებულ ტენდერს ცალკე ფაილის სახით). 2) პოტენციური მომწოდებლის კომერციული წინადადება. 3) პოტენციური მომწოდებლის მიერ ხელმოწერილი ტექნიკური დავალება (თან ერთვის გამოქვეყნებულ ტენდერს ცალკე ფაილის სახით. უნდა ამობეჭდოთ ტექნიკური დავალება და დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით, იმის დასტურად რომ გაეცანით და შესაბამისად წარმოადგინეთ კომერციული წინადადება). 4) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (განახლებული). 5) ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ. 6) ცნობა დავალიანების შესახებ.