ჩაბარების ვადა:
12 ნოემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11064 - ტენდერი სატვირთო ავტომობილების გასტიკერებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“აცხადებს ტენდერს სატვირთო ავტომობილების გასტიკერებაზე.
საქონლის დასახელება/აღწერა | ზომის ერთეული | ღირებულება დღგ-ეს ჩათვლით |
ევროპული სტიკერი (80 მკრ) + ლამინაცია + მონტაჟი | კვ | |
სტიკერის დემონტაჟი
|
კვ |
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- ღირებულება მიუთითეთ განაცხადში არსებულ ცხრილში;
- სატვირთო ავტომობილის გასტიკერება აუცილებელია მოხდეს ევროპული ხარისხის სტიკერით (გერმანული, 80 მიკრონიანი), დამატებით უნდა გაუკეთდეს ლამინაცია, რომელიც დაიცავს დაზიანებისგან კერხერით რეცხვისას.
- სავარაუდო ზომები:
- გვერდის ზომა 222*804სმ 2 ცალი;
- კაბინის ზედა მხარე 134*200სმ 1 ცალი; - ღირებულება უნდა მოიცავდეს სატვირთო ავტომობილის აზომვის ხარჯებს;
- საბეჭდი ლინკი: https://we.tl/t-Y7oxzq6SGn ;
- თანდართულ ლინკში მითითებულია საბეჭდი მასალების ზომები და ვიზუალი;
- გასასტიკერებელია 12 სატვირთო მანქანა
- დედლაინი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღე.
ტენდერი შედგება ორი ეტაპისტან:
- ფასების მოწოდება;
- ნიმუშების მოწოდება;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
- შემოთავაზებაში მიუთითეთ გადახდის პირობა;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში
- ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან, მეორე ეტაპზე შერჩეულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ნიმუში, თავიანთი ხარჯებით;
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 04 ნოემბრიდან 2021 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან, გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
არა-კომერციული შესყიდვების მენეჯერი
nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები