ჩაბარების ვადა:
22 ნოემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11088 - ტენდერი All-in-one POS ტერმინალის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს All-in -one POS ტერმინალის შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა:
- მონიტორის ზომა: 15“;
- ეკრანის რეზოლუცია: 1024 x 768 პიქსელი;
- მრავალწერტილოვანი სენსორული ეკრანი;
- ბარათის წამკითხველი;
- პროცესორი : Intel(R) Celeron N3160 @1.60 GHz;
- ოპერატიული მეხსიერება: 4GB;
- შემნახველი წყარო: SSD 128GB;
- USB Ports: 6x;
- RS232 (COM) Ports: 2x;
- Lan Port: 1x Gigabyte;
- ოპერაციული სისტემა: Windows 10 Pro;
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის ბრენდის, მოდელის, გამომშვები ქვეყნის, ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია მსგავსი პროექტების შესრულების შესახებ;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 22 ნოემბერი, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები