ჩაბარების ვადა:

19 ნოემბერი 2021, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T11133 - ტენდერი გელოვანის ობიექტის საერთო სივრცისასთვის განკუთვნილი ავეჯის დამზადება/ შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერს დაემატა ფაილი "c საერთო სამუშაო სივრცე 06.02.2021"

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ემკვადრატი პარკი “ (ს/კ  405116716) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს გელოვანის ობიექტის საერთო სივრცისასთვის განკუთვნილი ავეჯის დამზადება/ შესყიდვაზე.

შენიშვნა: 

  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას ხელშეკრულება გააფორმოს ერთ ან რამდენიმე მიმწოდებელთან და  ტენდერით განსაზღვრული ჯამური რაოდენობა შესაბამისად გადანაწილდეს ერთ ან რამდენიმე მიმწოდებლზე.

ნასყიდობის საგნის/სამუშაოს აღწერა, შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • გელოვანის ობიექტის საერთო სივრცეებისათვის შესასყიდი და დასაზმადებელი ავეჯის  მოცულობები და ვიზუალები მოცემულია ფასების ცხრილში და ნახაზებში, რომელიც  ატვირთულია შესაბამის ლინკზე. 

შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცვლილება შეიტანოს მის მიერ ელექტრონული ტენდერით განსაზღვრულ შესყიდვის რაოდენობებში

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ფასების ცხრილის -ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

  • საქონლის მოწოდებისა და მონტაჟის დასრულების საბოლოო ვადაა 2021 წლის 31 დეკემბერი. 

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპს „ ემკვდარტი პარკი“ 
  • მარშალ გელოვანის N1

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება მიწოდების შემდგომ, კონსიგნაციის წესით. ამასთან დასაშვებია ავანსი, რომლიც მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ით. მიმწოდებელმა საავანსო თანხაზე უნდა წარმოადგინოს ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადაც მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. 

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (დანართი N4-ში მოცემული ფორმით) ჯამური საკონტრაქტო ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი; 
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
  • გამოცდილება 1.6 პუნქტის შესაბამისად.
  • კომპანიის პორტფოლიო, სადაც მოცემული უნდა იყოს როგორც კომპანიის მიერ შესრულებული პროექტები.
  • გადახდის გეგმა-გრაფიკი
  • შესრულების ვადები 

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • ხელშეკრულების გაფორმების დეტალები დაზუსტდება შერჩეულ მონაწილე კომპანიასთან. 

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში.  ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ემკვადრატი პარკი“ (ს/კ  405116716) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი  (შპს „ემკვადრატი პარკი“ (ს/კ  405116716) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ემკვადრატი პარკი“ (ს/კ  405116716) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ემკვადრატი პარკი“ (ს/კ  405116716)   იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 19 ნოემბერი, 17:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: სალომე სადუნიშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, ყაზბეგის გამზირი N15 
ელ. ფოსტა: ssadunishvili@gre.ge
ტელ.: 599 68 67 82 

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე
მის.: საქართველო, თბილისი, ყაზბეგის გამზირი N15 
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gre.ge
ტელ.: 595 52 33 81

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 ნოემბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა