22 ნოემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11153 - მზა პროდუქციის ტრანსპორტირება ზაჰესიდან ნატახტარში
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #EF-GE/563
- დანიშნულება: მზა პროდუქციის ტრანსპორტირება ზაჰესიდან ნატახტარში
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- გადაზიდვა უნდა მხოდეს ტენტიანი ტრაილერით ზაჰესიდან ნატახტარში;
- სატრანსპორტო საქონელი წარმოადგენს პალეტებზე განთავსებულ მზა პროდუქტს, კერძოდ ლუდს სხვადასხვა შეფუთვით (ბოთლი, ქილა, ალუმინის კასრები);
- ყოველი ტრანსპორტირებისას მანქანა იტვირთება სრულად.
- წელიწადში საჭიროა დაახლოებით 80-90 მანქანა;
- შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ სრულ მანქანაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- გადახდის პირობა გადაზიდვის დასრულებიდან 30 კალენდარული დღე.
- სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2022 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
- სატრანსპორტო კომპანიამ მანქანის დაყენება უნდა შეძლოს შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 1 დღის ვადაში. გამონაკლის შემთხვევებში გვაქვს სასწრაფო გადაზიდვებიც, რომელიც საჭიროა შესრულდეს შეკვეთის დღესვე.
სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@ge.anadoluefes.com
შემოთავაზების მიღება იწყება 11.11.2021, 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 22.11.2021, 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ელენე გელაშვილი
ლოჯისტიკის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარი
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com; elene.gelashvili@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები