ჩაბარების ვადა:
25 ნოემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T11166 - ტენდერი აიტი აუთსორინგზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
აა(ი)პ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს სატენდერო კონკურსს შემდეგი სერვისების მისაღებად:
აიტი მომსახურება 2022 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
- სერვერების ფიზიკური და სისტემური ადმინისტრირება
- ქსელური მოწყობილობების (სვიჩები, მარშუტიზატორები, ფაირვოლები) ადმინისტრირება, მათ შორის სათაო ოფისის და ფილიალების (9 რეგიონალური ფილიალის - სარფი, ვალე, კარწახი, ნინოწმინდა, გუგუთი, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი და ლარსი)
- ვირტუალიზაციის და ვირტუალური სერვერების ადმინისტრირება
- რელაციური მონაცემთა ბაზების(MS SQL) ადმინისტრირება
- არარელაციური მონაცემთა ბაზების (Mongo DB) ადმინისტრირება
- არარელაციური დანაწილებული in-memory ტიპი მონაცემთა ბაზების (Redis) ადმინისტრირება
- აპლიკაციების სერვერების ადმინისტრირება
- პროგრამების, აპლიკაციების, სერვისების და სერვერების მხარდაჭერა (Application support)
- ციფრული სატელეფონო სადგურის და ქოლ ცენტრის ტექნიკური ადმინისტრირება
- მონაცემთა გაჟონვის პრევენციის ელექტრონული სისტემის DLP – Data Loss Prevention-ის მართვა
- ერთიანი მონიტორინგის სისტემის მართვა
- სათაო ოფისში და ფილიალებში (9 რეგიონალური ფილიალის - სარფი, ვალე, კარწახი, ნინოწმინდა, გუგუთი, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი და ლარსი) განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების (ვიდეო სამეთვალყურეო კამერები და მათი ჩამწერი მოწყობილობების (ანალოგური კამერები და DVR ან IP კამერები და NVR) ადმინისტრირება
ასატვირთი დოკუმენტაცია:
- სერვისის აღწერილობა დეტალურად, ყოველთვიური და ჯამური ღირებულება (2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ლარში (ბეჭდიანი ინვოისის სახით );
- კომპანიის პორტფოლიოს შესახებ ზოგადი მონაცემები, საიდანაც შესაძლებელი იქნება კომპანიის გამოცდილების გადამოწმება და ISO 9001:2015 ხარისხის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატის ასლი;
- იმ კომპანიების დასახელებები, რომლებსაც აიტი აუთსორსინგის მიმართულებით თქვენი კომპანია ემსახურება, ხელშეკრულების ასლები (კონფიდენციალური მონაცემების გარეშე) და/ან სარეკომენდაციო წერილები. (მომსახურება უნდა იყოს ჩვენს მირე მოთხოვნილი მოცულობის და ხელშეკრულებების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 3)
- ჩვენს კომპანიაზე აიტი აუთსორინგის მიმართულებით სავარაუდოდ მომაგრებული სპეციალისტების სია და CV-ები თანამდებობების მითითებით, მოთხოვნილი მათი სერთიფიკატების და მათივე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლებით.
შენიშვნა: ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დაიდება ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იქნება 1 თვიანი გამოსაცდელი ვადა. ამ პერიოდის განმავლობაში თუ კომპანია არაჯეროვანად შეასრულებს ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საჯარიმო სანქციები.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 25 ნოემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი ნიკოლოზ მინდიაშვილი:
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: nmindiasvili@tpl.ge
მობ: 591 404046
ტენდერის კატეგორია:
- 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები