ჩაბარების ვადა:
13 დეკემბერი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT11348 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-სთვის მობილური სატელეფონო და GPRS მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
„ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-სთვის მობილური სატელეფონო და GPRS მომსახურების შესყიდვაზე ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად;
დამატებითი ინფორმაცია!
- GPRS ნომრების (სავარაუდო) რაოდენობა
10,000 ნომერი; - კორპორატიული ნომრების (სავარაუდო) რაოდენობა
5,500 ნომერი; (მათ შორის საოჯახო- 2,500; ულიმიტო/ლიმიტიანი -2,800); - დანართი #1-ში მოცემული პაკეტების საფასურს არ იხდის აბონენტი, ავტომატურად ჩაერთვება თვის პირველ რიცხვში და ერთეულების ამოწურვის შემდეგ ისარგებლებს კორპორატიული ტარიფით.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
- რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე.
- შევსებული სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მხრიდან ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში, გამყიდველის მხრიდან ყოველთვიურად გაწეული მომსახურების მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების წარმოდგენამდე დეტალურ ტექნიკურ საკითხებზე დაუკავშირდეს მითითებულ საკონტაქტო პირებს;
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 13 დეკემბერი, 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge;
მობ: 595 901 200;
შესყიდვების მენეჯერი მარიამ ერისთავი,
ელ ფოსტა: mariam.eristavi@lb.ge;
მობ: 595 075 705.
ტენდერის კატეგორია:
- 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები