
13 დეკემბერი 2021, 11:00
სტატუსი:
დასრულებულიT11362 - რუსთავში XI მკრ-ში დევნილთა განსახლების ობიექტის მიმდებარედ სკვერისა და გარე ფიტნეს ტრენაჟორების მოედნის მოწყობა
ტენდერის აღწერილობა:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობა იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.
მოთხოვნა სატენდერო წინადადებაზე: 612-01
სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 6 დეკემბერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 13 დეკემბერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 11:00 საათი
შემოთავაზების საგანი:
- ქ. რუსთავში XI მკრ-ში დევნილთა განსახლების ობიექტის მიმდებარედ სკვერისა და გარე ფიტნეს ტრენაჟორების მოედნის მოწყობა.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:
- ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ)
- დანართი A - დეტალური ბიუჯეტი ლარში პროექტების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
- დანართი B - სამუშაოების შესრულების გრაფიკი პროექტების მიხედვით უნდა ასახავდეს სამუშაოების შესრულების განრიგს - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული. კვირის რაოდენობების დამატება შესაძლებელია თქვენი შეხედულებისამებრ.
- მომწოდებლის ქცევის კოდექსი ხელმოწერილი
- მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა შევსებული და ხელმოწერილი
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.tbs@drc.ngo ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის 37დ, თბილისი, საქართველო, არა უგვიანეს 13 დეკემბერი, 11:00 სთ-ისა.
სატენდერო წინადადების წარდგენის ფორმა:
- სატენდერო წინადადების ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში წარდგენის შემთხვევაში, სატენდერო მასალა ყველა თანდართული აუცილებელი დოკუმენტით უნდა წარმოადგინოთ დალუქულ კონვერტში და კონვერტზე მიუთითოთ ტენდერში მონაწილე კომპანიის სახელწოდება და შემოთავაზების ნომერი 612-01
- ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) გაგზავნის შემთხვევაში, კომპანიამ უნდა მიუთითოს შემოთავაზების ნომერი 612-01 ელექტრონული ფოსტის საგნის ველში.
კითხვები შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გაგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: levan.khvichia@drc.ngo არა უგვიანეს 9 დეკემბრისა.
შეფასების კრიტერიუმი:
- შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე
- არასრულად შევსებული, ნაკლული (უნდა იყოს 5 დოკუმენტი) და დაგვიანებული შემოთავაზება არ იქნება განხილული.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები