
15 დეკემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11384 - ფასთა გამოკითხვა ელექტრო სადენების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: RMG Copper
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 დეკემბერი 2021 დრო 18:00
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
RMG Copper JSC აცხადებს ფასთა გამოკითხვას ელექტრო სადენების შესყიდვაზე.
- შესყიდვის საგანი: ელექტრო სადენები
- მოთხოვნილი პროდუქციის დეტალური აღწერილობა - იხ. დანართი #2
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 15.12.2021 , 18:00 საათი
ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა: ქართული ან რუსული
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების
განმავლობაში. - პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს
ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ. - კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
- გადახდის პირობები;
- მიწოდების პირობები და ვადები;
- შემოთავაზებული პროდუქციის წარმოშობისა და ხარისხის სერთიფიკატი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
Т +995 579 552 051.
ტენდერის კატეგორია:
- 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები
- 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
მოგესალმებით 1) სპილენძის ორმაგი იზოლაციით 2x1.5 და 3x2.5 კვეთის კაბელები ბრტყელი H05VVH2 ნომენკლატურით თუ მრგვალი H05VV-(TTR) ნომენკლატურით? 2) სპილენძის მრავალწვერა ღერებით 4x4 4x6 5x6 4x10 და 4x16 კვეთის კაბელები მისაღებია სამმაგი იზოლაციით და H05VV-(TTR) ნომენკლატურით ? 3) სპილენძის მრავალწვერა ღერებით 4x35 4x50 4x70 და 4x120 კვეთის კაბელები მისაღებია YVV(NYY FLEX) ნომენკლატურით სამმაგი იზოლაციით? 4) სპილენძის მრავალწვერა ღერებით 4x35 4x50 4x70 და 4x120 კვეთის კაბელებზე გასათვალისწინებელია წარმოების 3% იანი რაოდენობრივი გადახრა მოთხოვნილი რაოდენობის ზევით ან ქვევით. გთხოვთ დაგვიზუსტოთ +3% -ით თუ -3% ით. მადლობა
მოგესალმებით, 1) სპილენძის ორმაგი იზოლაციით 2x1.5 და 3x2.5 კვეთის კაბელები ბრტყელი H05VVH2 ნომენკლატურით თუ მრგვალი H05VV-(TTR) ნომენკლატურით? ----------(მრგვალი ნომენკლატურით) 2) სპილენძის მრავალწვერა ღერებით 4x4 4x6 5x6 4x10 და 4x16 კვეთის კაბელები მისაღებია სამმაგი იზოლაციით და H05VV-(TTR) ნომენკლატურით ? ----------(კი მისაღებია) 3) სპილენძის მრავალწვერა ღერებით 4x35 4x50 4x70 და 4x120 კვეთის კაბელები მისაღებია YVV(NYY FLEX) ნომენკლატურით სამმაგი იზოლაციით? ----------(კი მისაღებია) 4) სპილენძის მრავალწვერა ღერებით 4x35 4x50 4x70 და 4x120 კვეთის კაბელებზე გასათვალისწინებელია წარმოების 3% იანი რაოდენობრივი გადახრა მოთხოვნილი რაოდენობის ზევით ან ქვევით. გთხოვთ დაგვიზუსტოთ +3% -ით თუ -3% ით.-----------(+3% -ით)