ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2021, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T11411 - ტენდერი საკეტი/ბოქლომის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 20 დეკემბერი, 15:00 სთ;

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საკეტი/ბოქლომის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
ბოქლომი - ბოქლომი ВС1-П - 3 გასაღები 220
საკეტი - ELBOR 1.05.03 - 5 გასაღები 165
საკეტი - KN114 - 3 გასაღები 55
საკეტი - დამატებითი 93 - 5 გასაღები 55
საკეტი - KN1028 - 5 გასაღები 170
საკეტი - 009 - 5 გასაღები 50


თანადართულ ფაილებში ატვირთულია მოთხოვნილი პროდუქტის რამოდენიმე ფოტოსურათი.

მოწოდების ვადა:

  • მოწოდება უნდა განხორციელდეს 2 ეტაპად - 2022 წელში
  • თებერვალი
  • ბოქლომი - ბოქლომი ВС1-П - 3 გასაღები - 100 ცალი
  • საკეტი - ELBOR 1.05.03 - 5 გასაღები - 80 ცალი
  • საკეტი - დამატებითი 93 - 5 გასაღები - 35 ცალი
  • საკეტი - KN1028 - 5 გასაღები - 70 ცალი
  • საკეტი - 009 - 5 გასაღები - 30 ცალი
  • მაისი
  • ბოქლომი - ბოქლომი ВС1-П - 3 გასაღები - 120 ცალი
  • საკეტი - ELBOR 1.05.03 - 5 გასაღები - 85 ცალი
  • საკეტი - დამატებითი 93 - 5 გასაღები - 20 ცალი
  • საკეტი - KN1028 - 5 გასაღები - 100 ცალი
  • საკეტი - KN114 - 3 გასაღები - 55 ცალი
  • საკეტი - 009 - 5 გასაღები - 20 ცალი

მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10

ანაზღაურება:

  • თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები)

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; (მისამართი: ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10)
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 20 დეკემბერი, 15:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 დეკემბერი 2021 დრო 14:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა