
27 დეკემბერი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT11536 - ფილიალის სარემონტო-სარეკონსტრუქციო და გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის სამუშაოების შესყიდვა (ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. #103)
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 დეკემბერი 2021 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფილიალის (ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. #103) სარემონტო-სარეკონსტრუქციო და გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის სამუშაოების შესყიდვაზე ორ ლოტად თანდართული ხარჯთაღრიცხვის და საპროექტო დოკუმენტაციის (დანართი #1; დანართი #2) მიხედვით;
- პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ ლოტშიც;
- ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
- რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე.
- შევსებული სატენდერო წინადადება საპროექტო დოკუმენტაციის და ფასების ცხრილის მიხედვით;
- მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
- კომპანიის 2019-2020 წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერ დამოწმებული საბანკოამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
- სამუშაო უნდა შესრულდეს მაღალი ხარისხით, გამოცდილი მაღალკვალიფიცირებული პერსონალის მიერ. ძირითადი კონტრაქტორის საყურადღებოდ ! სამუშაოს წარმოებისთვის ქვეკონტრაქტორის შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ბაზარზე არსებულ ლიცენზირებულ და ამ ბიზნესში მომუშავე მაღალკვალიფიცირებულ, გამოცდილ კომპანიებს.
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას;
- ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ფორმა #2-ის, აგრეთვე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოზე შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული(ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილიუნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 27 დეკემბერი, 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე:tendercommittee@lb.ge; ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე მობ: 595 901 200; ელ-ფოსტა: Shorena.Tavadze@lb.ge; ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ: არქიტექტორი გიორგი ანჯაფარიძე,მობ: 595 78 78 07; ელ-ფოსტა: Giorgi.Anjaparidze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
დოკუმენტაცია
Is it possible to provide the bidding documents and design drawings in English?
Please send me the address and contact information for receiving the samples, and I will arrange to express the samples for you for testing as soon as possible. Could you please provide me with the data? 1. Is the quality of the fabric confirmed? 2. Send me the sample size. 3. Send me the basic size table. 4. What type of certificate of conformity is required for fabrics? 5. Is the jacket and trousers fabric required to be uniform? I am a supplier from China. Thank you!
Dear sir or madam, can we, as a foreign company, participate in bidding activities? Can the settlement currency be US dollars or Euros? Best regards! Looking forward to your reply!