ჩაბარების ვადა:
27 დეკემბერი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT11548 - ტენდერი სს “ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალის (ქ. თბილისი, პეკინის გამზ. N2) უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს “ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალის (ქ. თბილისი, პეკინის გამზ. N2) უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟი ფასების ცხრილის და სპეციფიკაციის (დანართი #1) მიხედვით;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, პეკინის გამზ. N2;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 27 დეკემბერი 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; ამავემეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200; ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია შესყიდვების მენეჯერი შავლეგ ბიჩელაშვილი მობ: 595 044 610; ელ-ფოსტა: Shavleg.bichelashvili@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
დოკუმენტაცია
სატენდერო განცხადება -უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა-მონტაჟი, საბურთალო
სატენდერო განცხადება -უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა-მონტაჟი, საბურთალო
დანართი #1 (ფასების ცხრილი საბურთალო 379??)
დანართი #1 (ფასების ცხრილი საბურთალო 379??)
დანართი #2 (ხელშეკრულების შაბლონი)
დანართი #2 (ხელშეკრულების შაბლონი)
ყველას ჩამოტვირთვა