ჩაბარების ვადა:

30 დეკემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11555 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

GDL - ჯიდიელი („საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკაყოფილითელიანი თრეიდინგი“) 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.

ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 15 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სტალიჩნაია, Lavazza, რუსკაია, Medoff, სნო, Heineken და სხვა.

შპსსაქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკააცხადებს ტენდერს:

  • ანიშნულებასატრანსპორტო მომსახურება

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, /, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილები ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას, მოწოდების ვადას და გადახდის პირობას).
  • ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • შიდა გადაზიდვების ტრანსპორტირების დაზღვევა.
  • დაზღვევის პირობა მოიცავდეს პუნქტს, რომლის თანახმად სადაზღვეო ინციდენტის დადგომის შემთხვევაში მოსარგებლე მხარე იყოსსაქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ტენდერის პირობა:

  • გადაზიდვა უნდა მოხდეს ტენტიანი ტრაილერით დანართში მითითებული მიმართულებების მიხედვით;
  • ყოველი ტრანსპორტირებისას მანქანა იტვირთება სრულად;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ სრულ მანქანაზე ;
  • სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2022 წლის განმავლობაში, შპს საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკის მოთხოვნის საფუძველზე;
  • სატრანსპორტო კომპანიამ მანქანების დაყენება უნდა შეძლოს შეკვეთის მიღებიდან 1 დღის ვადაში. გამონაკლის შემთხვევებში გვაქვს სასწრაფო გადაზიდვებიც, რომელიც საჭიროა შესრულდეს შეკვეთის დღესვე.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: ლოგისტიკის დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • თხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: . თბილისი. ისააკიანის ჩიხი #2. შპსსაქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა
შემოთავაზების მიღება იწყება: 21.12.2021 11:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 30.12.2021, 18:00
და ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:
ელ. ფოსტა: N.abuladze@gdl.ge 

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნოდარ აბულაძე
ლოგისტიკის დეპარტამენტი
შპსსაქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა
ტელ.: (+99577) 524798
ელ. ფოსტა: N.abuladze@gdl.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები