ჩაბარების ვადა:
31 დეკემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11563 - ტენდერი სასაწყობე ფართის დაპროექტებასა და მშენებლობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „აქვა გეო“ აცხადებს ტენდერს სასაწყობე ფართის დაპროექტება და მშენებლობაზე.
- საწყობის სიგრძე 89 მეტრი, სიგანე 25 მეტრი. იატაკის სიმაღლე 1,5მ არსებული რელიეფიდან. დახრა სიგანის მიმართულებით.
- სახურავის და კედლის მასალა: სენდვიჩ პანელი 80მმ.
- სიმაღლე მაღალ წერტილში: 5მ
- დაბალ წერტილში: 4მ.
- იატაკი ორმაგად არმირებული ბეტონი.
- ერთი გრძივი კედელი უნდა იყოს ღია, მეორე გრძივი კედლის მასალად გამოყენებული უნდა იყოს დამკვეთის არსებული საწყობის კედლის მასალა.
- აშენებული საწყობი უნდა მიუერთდეს არსებულ საწყობს და იქცეს საერთო სივრცედ.
- მოსაწყობია განათება და ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა.
დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ წარადგინოთ:
- მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ
- მოთხოვნილი პროექტის ხარჯთაღრიცხვა
- შესრულების ვადა/გარანტიები
- კომპანიის მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, თუ შესაძლებელია ფოტომასალებიც შესრულებული პროექტების.
პროექტი უნდა შეთანხმდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 31.12.2021, 18:00
მისამართი: მცხეთის რ-ნი, სოფ მისაქციელი.
დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზებები შემდეგ ელ. ფოსტაზე: lantashvili@aquageo.ge
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ლელა ანთაშვილი
ელ ფოსტა: lantashvili@aquageo.ge
მობ: +995 591 106 543
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები