ჩაბარების ვადა:

30 დეკემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11582 - ფასთა გამოკითხვა ხე-მცენარეების გაკაფვის სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას ხე-მცენარეების გაკაფვის სამუშაოებზე.

  • მომსახურების საგანი - ხე-მცენარეების მოჭრა, დამზადება, ტრანსპორტირება, დასაწყობება და ჩაბარება.
  • ტექნიკური დავალება - იხ. დანართი N2
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 30.12.2020, 18:00 Tbilisi Local Time

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • ენა: ქართული ან რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: 

  • მომსახურების ღირებულება;
  • გადახდის პირობები;
  • სამუშაოების შესრულების ვადები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)

დაინტერესებულ პირებს, ობიექტის ადგილზე ნახვა შეუძლიათ 27.12.2021-ში. ვიზიტის დასაგეგმად, საჭიროა ვიზიტორთა მონაცემების გადმოგზავნა განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. 

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის. 
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No1 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი: 
მატერიალურ-ტექნიკური პროცედურების მართვის სპეციალისტი: ლილე პირველი
LPirveli@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 77200000 სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები