ჩაბარების ვადა:
29 დეკემბერი 2021, 12:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T11626 - ტენდერი სერვერების კომპონენტების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ აცხადებს ტენდერს სერვერების კომპონენტების შესყიდვაზე.
სატენდერო მოთხოვნები:
- სატენდერო წინადადების ფასი უნდა იყოს წარმოდგენილი USD-ში , ერთეულის ფასი უნდა მოიცავდეს როგორც შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თბილისის ფარგლებში, ასევე დ.ღ.გ-ს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სხვა გადასახადს.
- გთხოვთ ცალკე მიუთითოთ თანხის გადახდის პირობები და ერთეულის ფასი
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით
- მოცემული კომპონენტები თავსებადი უნდა იყოს სერვერთან და უნდა ვრცელდებოდეს სერვერზე არსებული გარანტია. Dell EMC PowerEdge R740 Service Tag: 8KXZ4G3
- ტენდერში მონაწილეობის/ წინადადების წარდგენის/ სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი დოკუმენტის მომზადების/ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯის გაღება ეკისრება პრეტენდენტს. სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" არ არის ვალდებული აანაზღაუროს აღნიშნული ან და მსგავსი ტიპის ხარჯები მიუხედავად ტენდერის შედეგისა.
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს MAF (Manufacturer Authorization Form) აუტორიზაციის ფორმა
- გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 29 დეკემბერი 12:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის კატეგორია:
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები