
ჩაბარების ვადა:
4 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1171 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვა/მომსახურებაზე.
მოსაწოდებელი საქონლის სრული ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.) - მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება;
- საქონლის/მომსახურების მოწოდების ვადები განსაზღვრულია;
- მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დაკომპლექტებული საქონლის მოწოდება სერვის ცენტრების მოთხოვნების მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 25 თებერვლიდან - 2016 წლის 4 მარტის ჩათვლით.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 თვის პერიოდით;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
- თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთეულის ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
- გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 4 მარტი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=546&lang=geo