ჩაბარების ვადა:
        
    3 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1173 - დანადგარ-მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 3 მარტი 2016 დრო 17:00
 
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას დანადგარ-მოწყობილობების სარემონტო სამუშოების შესყიდვის თაობაზე.
სარემონტო ჩარხებისა და შესაბამისი სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შესასრულებელი სამუშაოების განფასება დ.ღ.გ.-ს ჩათვლით;
 - ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
 - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
 
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
 
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 3 მარტის 17:00 საათამდე.
 - შედეგები ცნობილი გახდება 2016 წლის 4 მარტს.
 
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 93 10 10. საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.