ჩაბარების ვადა:
20 იანვარი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11762 - ფასთა გამოკითხვა ამწეს მომსახურებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას ამწეს მომსახურებაზე.
სამუშაოს აღწერა:
- საჭიროა მინიმუმ 10 ტონა ტვირთამწეობის ამწე ისრის გაშლის სიგრძით მინიმუმ 20 მეტრი ყოველდღიური სამუშაოების შესასრულებლად ქარხანაში.
- სამუშაო ადგილი - რუსთავი, ჰაიდელბერგცემენტის ქარხანა.
- სამუშაოს დრო - მთელი თვის მანძილზე ორშაბათი-პარასკევი 08:00-17:00. რემონტების დეპარტამენტის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია შაბათ-კვირას ან გვიანობამდე სამუშაოს გაგრძელება გადაუდებელი ან დაგეგმილი სამუშაოების ჩასატარებლად (იშვიათ შემთხვევებში)
- სამუშაოს ხანგრძლივობა - 2022 წლის თებერვლიდან 2022 წლის ბოლომდე
- გასათვალისწინებელია რომ ამწე და ოპერატორი უნდა აკმაყოფილებდნენ ჰაიდელბერგცემენტის მიერ დადგენილ ყვითელი ტექნიკის უსაფრთხოების წესებს.
- ამწეს უნდა ჰქონდეს გავლილი ტექნიკური დათვალიერება;
- ამწე მექანიზმს უნდა ჰქონდეს სერთიფიკატი;
- ამწეს ოპერატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მართვის მოწმობა.
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი წინადადება გადმოგზავნეთ მისამართზე Ucha.Purtseladze@heidelbergcement.ge არა უგვიანეს 20 იანვრისა:
- დასკანერებული ამწეს ტექნიკური პასპორტი.
- დასკანერებული ოპერატორის ტექ.პასპორტი
- ამწეს რამდენიმე სურათი
დამატებითი ინფორმაციისთვის:
Email: Ucha.Purtseladze@heidelbergcement.ge
TEL: 577 77 37 19
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები