17 ივნისი 2014, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT118 - ტენდერი თანამშრომლების კვებით მომსახურებაზე
სააქციო საზოგადოება "ლიბერთი ბანკი" აცხადებს ტენდერს სათაო ოფისის თანამშრომლების კვებით მომსახურების უზრუნველყოფაზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
- სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით
- ანგარიშსწორების პირობები
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
- წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან
- სავარაუდო მენიუ იხილეთ თანდართულ ფასების ცხრილში
- საბოლოო მენიუ დაზუსტდება გამარჯვებულ კომპანიასთან
- სამუშაო დღეები და საათები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ორშაბათი-პარასკევი, 11:00 სთ-დან 17:00 საათამდე
- კვების ობიექტით მოსარგებლე პირების დღიური რაოდენობაა საშუალოდ 100 ადამიანი
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი კვებით მომსახურების უზრუნველყოფაზე).
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2014 წლის 17 ივნისი, 17:00 საათი.
ადგილმდებარეობა:
სს „ლიბერთი ბანკი“
ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
თამუნა მუჯირი
ტელ: 599 56 54 10
ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge