15 თებერვალი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11802 - ტენდერი კლინიკის სივრცეში კვებითი მომსახურების უზრუნველყოფაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „თოდუას კლინიკა“ (ს/კ: 201990694) აცხადებს ტენდერს კლინიკის სივრცეში კვებითი მომსახურების უზრუნველყოფაზე.
I ფაზა (განაცხადის შემოტანა)
შპს „თოდუას კლინიკა“ ეძებს კვების მომსახურების კომპანიას, კლინიკის ორი ფილიალისთვის.
მისამართები: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N 13 და იაკობ ნიკოლაძის ქუჩა N 10.
შპს „თოდუას კლინიკის“ ფილიალი - იაკობ ნიკოლაძის 10 ნომერში იხსნება იანვრის შუა რიცხვებიდან, რომელსაც აქვს 1 შენობა. თევდორე მღვდლის 13 ნომერში კლინიკას აქვს ერთმანეთთან შიდა გადასასვლელებით დაკავშირებული 6 შენობა.
კლინიკაში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა, თევდორე მღვდლის ფილიალის შემთხვევაში არის: 400 პირი, იაკობ ნიკოლაძის ფილიალის შემთხვევაში, ამ ეტაპზე: 80 პირი.
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - მომსახურე კომპანიების შერჩევა წარმოდგენილი წერილობითი შეთავაზების მიხედვით, მეორე ეტაპი - დეგუსტაცია.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია; (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
- სარეკომენდაციო წერილები;
დამატებითი ინფორმაცია ტენდერის შესახებ:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2022 წლის 17 იანვრიდან, 2022 წლის 15 თებერვლამდე.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2022 წლის 15 თებერვალი.
- დაინტერესებულმა ადამიანებმა/კომპანიებმა, რომელთაც აქვთ აღნიშნული დავალების შესრულების გამოცდილება და შესაძლებლობა გამოგვიგზავნეთ თქვენი განაცხადი (ზემოთ მითითებული საბუთებით) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: elene.zabakhidze@toduaclinic.ge
დამატებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ელენე ზაბახიძე
მობ: 555644474, 0322575757
ელ. ფოსტა: Elene.zabakhidze@toduaclinic.ge; info@toduaclinic.ge
ტენდერის კატეგორია:
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება