26 იანვარი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11863 - ტენდერი საბლანკო პროდუქციის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საბლანკო პროდუქციის შესყიდვაზე.
დასახელება | აღწერილობა | შეკვეთის სავარაუდო რაოდენობა | მინ. შეკვეთის რაოდენობა (ცალი) |
მეანაბრის ბარათი | ზომა 21x14,8 სმ, ბრისტოლი 210გრ/კვმ., ბეჭდვა 1/0 | 100 | 100 |
ფაქსიმელია | ზომა 21x14,8 სმ, ბრისტოლი 210გრ/კვმ., ბეჭდვა 1/0 | 100 | 100 |
ინვენტარის ბარათი | ზომა 21x14,8 სმ, ბრისტოლი 210გრ/კვმ., ბეჭდვა 1/0 | 100 | 100 |
ტიტულიანი ბლანკი | მაღალი სითეთრის ოფსეტი 100გრ/კვმ, ბეჭდვა 2/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით | 145,000 | 5000 |
ტიტულიანი ბლანკი (ექსპრესი) | მაღალი სითეთრის ოფსეტი 100გრ/კვმ, ბეჭდვა 5/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით | 20,000 | 5,000 |
ტიტულიანი ბლანკი (სოლო) | კოლოტეკი 100გრ, ბეჭდვა 5/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით | 20,000 | 5,000 |
ბლანკი (WM) | 120გრ თეთრი სპეც ქაღალდი, კოდი 30.400, ბეჭდვა 4/0, ციფრული | 500 | 500 |
ტიტულიანი ბლანკი (ჭვირნიშნიანი) | ქაღალდი Conqueror, თეთრი 100გრ/კვმ., ბეჭდვა 2/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით | 20,000 | 5,000 |
ფულის ზედნადები | 1, 2, 5 (ზომა 6x11,5 სმ), 10, 20, 50, 100 (ზომა 6,5x13 სმ); ქრომერზაცი 230გრ/კვმ, ბეჭდვა 1/0 </span | 770,000 | 15,000 |
ქვეშნადები უწარწერო პატარა | ზომა 6x11,5 სმ, ქრომერზაცი 230გრ/კვმ, ბეჭდვის გარეშე | 600,000 | 30,000 |
ქვეშნადები უწარწერო დიდი | ზომა 6x11,5 სმ, ქრომერზაცი 230გრ/კვმ, ბეჭდვის გარეშე | 600,000 | 30,000 |
ბანდეროლი | ზომა 4,5x60სმ, ოფსეტი 60გრ/კვმ, ბეჭდვა 1/0. სახეობები: 1, 2, 5, 10, 20, 50, 100 | 1 000 000 | 15000 |
იარლიყი | ზომა 13x6,5სმ, ბრისტოლი 280გრ., ბეჭდვა 2/0, გახვრეტა 5მმ ბურღით; იფუთება 2,000-2,000 ცალი, შიგნით 200-200 ცალი რეზინით შეკრული | 70000 | 40000 |
შემოსავლის ორდერი | ზომა 20x10სმ, კოპირებადი 3 ფენა (თეთრი, ყვითელი, მწვანე), ბეჭდვა 2/0, წებო გვერდიდან. 2 ფენა (თეთრი და ყვითელი) არის ერთნაირი ანაბეჭდის, მწვანე ფენა არის განსხვავებული. 35-35 კომპლექტი ცალ-ცალკე წებოზე აყვანილი უკან 210გრ დაუბეჭდავი ბრისტოლით | 110000 | 40000 |
ტენდერში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაცის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცა გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).
რეგისტრაციისთვის მიმართეთ: საკონტაქტო პირი
თეონა ფიცხელაური
ელ. ფოსტა: tpitskhelauri@bog.ge
მობ: 577 52 42 35
ძირითადი მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- სარეკომენდაციო წერილები
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
სატენდერო მოთხოვნები:
- მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 1 კვირის განმავლობაში;
- პროდუქცია დახარისხებული უნდა იყოს 50-50 ცალიან შეკვრებად, ისე რომ არ მოხდეს მათი გაბნევა, ან დაზიანება. ნუმერაციის არსებობის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს მითითება შიგთავსის შესახებ.
- მომწოდებელმა თავად უნდა მოახდინოს ტრანსპორტირება ბანკის საწყობში.
- შესაძლებელია შეირჩეს 2 მომწოდებელი და ცხრილში მოცემული საქონელი გაიყოს საუკეთესო შემოთავაზების მქონე პრეტენდენტებზე;
- ანგარიშსწორება უნდა მოხდეს თვეში ერთხელ, საქონლის მოწოდების შემდგომ ერთიანი ანგარიშფაქტურით 15 საბანკო დღის ვადაში;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;
- დანართი N2-ში მითითებულია სავარაუდო რაოდენობები, რომლებიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.
ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა