
31 იანვარი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11866 - ტენდერი MS Windows 10 Pro-ს შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 31 იანვარი 2022 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს MS Windows 10 Pro-ს შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა:
- Windows 10 Pro License – 100 ცალი
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 იანვარი, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
დოკუმენტაცია
საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი; ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ; კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.); ესაა თქვენი მოთხოვნა. იქნებ თქვენც წარმოგვიდგინოთ ცნობა დავალიანების არარსებობის შესახებ ბიუჯეტთან? ჩვენ 45 დღიანი კონსიგნაციით ჩვენს ფულს იტოვებთ და კიდევ თქვენ ითხოვთ დავალიანების არასებობის ცნობას? რა დარწმუნებულები ვართ რომ ამ დროის განმავლობაში ყადაღა ინკასო და კიდევ რამე არ მოუვა თქვენს ანგარიშებს? რადგან ასეთი მოთხოვნები გაქვთ საეჭვოა თქვენი ორგანიზაციის ნდობა. არადა კარგი ფასის შეთავაზებას ვაპირებდით.