
31 იანვარი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT11890 - ტენდერი სს “ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალის (ქ. წნორი, დ. აღმაშენებლის ქ. #28) უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 31 იანვარი 2022 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
სს “ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სს “ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალის (ქ. წნორი, დ. აღმაშენებლის ქ. #28) უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟი ფასების ცხრილის და სპეციფიკაციის (დანართი N1) მიხედვით;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. წნორი, დ. აღმაშენებლის ქ. #28;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 იანვარი 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200;
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია შესყიდვების მენეჯერი შავლეგ ბიჩელაშვილი
მობ: 595 044 610;
ელ-ფოსტა: Shavleg.bichelashvili@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
დოკუმენტაცია
1. არსებობს თუ არა შენობის გეგმა, რათა განისაზღვროს სახანძრო სიგნალიზაციის დეტექტორების განლაგება და ზონების რაოდენობა. 2. სახანძრო სიგნალიზაციისათვის როგორც ვხედავ განზრახულია დაცვითინსინალიზაციის პანელისგამოყენება, თუ სპეციალური სახანძრო პანელისა?