ჩაბარების ვადა:
8 თებერვალი 2022, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T11942 - ტენდერი საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ფასების ცხრილი
ტენდერის აღწერილობა:
სს "გეფა" აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე.
- ლოტი 1: საკანცელარიო საქონელი
- ლოტი 2: სამეურნეო საქონელი
თანდართულ ფაილებში იხილეთ:
- ერთი წლის მოსაწოდებელი საკანცელარიო საქონლის რაოდენობა;
- ერთი წლის მოსაწოდებელი სამეურნეო საქონლის რაოდენობა;
- პროდუქციის მიწოდების მისამართები საქართველოს მაშტაბით;
სატენდერო მოთხოვნები:
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს პროდუქციის მიწოდება საქართველოს მაშტაბით თანდართულ ფაილში მითითებულ მისამართებზე;
- მიწოდება იწარმოებს თვეში ერთხელ;
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიღოს შეკვეთა უშუალოდ ქსელისგან ელ. ფოსტის საშუალებით და მოახდინოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ყოველი თვის 1-8 რიცხვამდე.
დამატებითი ინფორმაცია:
- შემოთავაზებების წარმოდგენა დასაშვებია როგორც ცალკეულ ლოტზე, აგრეთვე ერთიანად;
- შეთავაზებების განხილვის პროცესში შესაძლოა ზოგიერთ პოზიციაზე მოთხოვნილი იყოს ნიმუშის წარმოდგენა;
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ფასდაკლების პროცენტი, რომლით სარგებლობის საშუალება მიეცემა შემსყიდველს ოფისებისთვის შესაძენ საქონელზე;
- ოფისებისგან მიღებული შეკვეთების მიწოდება უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართებზე: ბელიაშვილის ქ. #142 (მეორე სართული), ფეიქრების ქ. #14ა;
- ანგარიშსწორება იწარმოებს პროდუქციის მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარულ დღეში.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შევსებული ფასების ცხრილი ლოტების მიხედვით (ფასები უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს);
- კომპანიის რეკვიზიტები (გთხოვთ მიუთითოთ პროექტის მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაცია);
- კორპორატიული კლიენტების სია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა სისტემაში უნდა ატვირთონ ფასები თითოეული იმ პოზიციისთვის რომელშიც სურთ მონაწილეობის მიღება.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 8 თებერვალი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ საკონტაქტო პირს:
გვანცა მხეიძე
ტელ: 592 000 880
E-mail: gvantsa.mkheidze@gepha.com
ფასების ცხრილი
# | დასახელება | ანალოგი | განზომ. ერთეული | რაოდენობა |
---|---|---|---|---|
{{ price.name }} |
|
|||
მონაწილე ვალდებულია შეთავაზება გააკეთოს ყველა პოზიციაზე
მონაწილეს შეუძლია შეთავაზება გააკეთოს სასურველ პოზიციებზე
|
დამატებითი ინფორმაცია
ტენდერის კატეგორია:
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები