
ჩაბარების ვადა:
3 თებერვალი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11962 - ტენდერი კომპანიის ლოგოს დიზაინისა და ბრენდბუქის შექმნაზე
ტენდერის აღწერილობა:
ევროპული ლაბორატორიული ქსელის ლიცენზირებული წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ტენდერს კომპანიის ლოგოს დიზაინისა და ბრენდბუქის შექმნაზე.
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს – როგორც ფიზიკურ პირს ისე კომპანიას.
- მოთხოვნები:
- ლოგოს ესკიზი უნდა იყოს მარტივი, ადვილად აღქმადი, ესთეტიური, ორიგინალური.
- ტექნიკური თვალსაზრისით ლოგოს ესკიზი მარტივად უნდა თავსდებოდეს ნებისმიერ დასაბრენდ პროდუქციაზე. ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი და დასამუშავებელი. უნდა აღიქმებოდეს როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის მასალაზე დატანის შემთხვევაში.
წარმოდგენის ფორმა:
- პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს როგორც ლოგოს ორი ესკიზი, ისე არსებული პორტფოლიო და ტექნიკური დავალებისთვის ( იგულისხმება კომპანიის მიერ ატვირთული ვორდის დოკუმენტი) მისთვის საჭირო დრო და სამუშაოს შესრულებისთვის მოთხოვნილი ანაზღაურება.
- საკონკურსო მასალა (ლოგოს დიზაინი და ბრენდბუქი) კონკურსანტებმა უნდა გადმოაგზავნონ JPJ/PDF/PPT ფორმატით.
შესრულების ვადა:
- ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ამ სამუშაოს შესრულების ვადაა 14 სამუშაო დღე
დამატებითი ინფორმაცია:
- „კომპანია“-ს უფლება აქვს მოსთხოვოს მონაწილეს წარმოდგენილ ლოგოს დიზაინში ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელება.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 03 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათისა.
- ნამუშევრების გადმოგზავნა უნდა მოხდეს ელფოსტით მისამართზე: labllccompany@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 22500000 საბეჭდი ფორმები ან ცილინდრები ან ბეჭდვისას გამოსაყენებელი სხვა საშუალებები
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები