9 თებერვალი 2022, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T12043 - ტენდერი ინსტრუმენტების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მეტრო სერვის +“ ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ინსტრუმენტების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
ბრტყელტუჩა - ზომა:180მმ (მეტალის რეზინის სახელურით) | 20 |
ელექტრო სახრახნისი აკუმლატორზე მომუშავე BOSH (12 v) (18 W) | 10 |
ექვსკუთხა სახრახნისი ზომა: 1,5-10მმ (9 ცალიანი) | 20 |
ექვსკუთხა სახრახნისი ზომა: T20X150 მმ | 30 |
მკვნეტარა - 6 მმ | 20 |
მკვნეტარა - ზომა:115მმ,4.5" | 10 |
მკვნეტარა - მინი 4,5მმ | 20 |
რულეტკა ზომა: 7,5მმ 25FT/25მმ | 5 |
აიზოლაციო ლენტი - 0.13მმ X18მმX9,15მ | 1000 |
საიზოლაციო ლენტი - V02-7R-13x15-20 RED | 100 |
სამუშაო ხელთათმანი (სტაფილო-თეთრი) | 120 |
სახრახნისი სწორპირიანი - ზომა: PH2 150მმ | 10 |
სახრახნისი ფიგურული - ზომა: PH1 75მმ | 50 |
სახრახნისი ფიგურული - ზომა: PZ100 მმ | 70 |
სახრახნისი ფიგურული ზომა: PH2X125მმ | 30 |
ქანჩის გასაღების ნაკრები სათადარიგო პირებით 46 ც.-იანი | 10 |
მულტიმეტრი მოდელი - DM200 | 10 |
ნეილონის ხამუთი ‐ 400 მმ |
50 |
ნეილონის ხემუთი ‐ 2.5X150 |
50 |
ნეილონის ხემუთი ‐ 4,8х160მმ (შავი) |
50 |
ნეილონის ხემუთი ‐ 75x180მმ (შავი) |
50 |
ორმაგი წებვადი ლენტი ‐ 30მმ*10მმ (მწვანე) |
50 |
შესაფუთი წებვადი ლენტი ‐ 45მმx240მx52მკ |
30 |
გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.
მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2022 წლის თებერვალში
ანაზღაურება - პროდუქციის სრულად მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 9 თებერვალი, 15:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი;
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@msplus.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები