ჩაბარების ვადა:
        
    14 თებერვალი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT12055 - ტენდერი მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე
- გამომცხადებელი: შპს ლუკოილ-ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 14 თებერვალი 2022 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ლუკოილ ჯორჯია” აცხადებს ტენდერს მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვის და განხორციელების თაობაზე და მონაწილეობის მისაღებად იწვევს კვალიფიციურ პრეტენდენტებს.
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- კომპანია განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
 - საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
 - საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
 
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 03 თებერვალი 2022 წ.
 - სატენდერო წინადადებების მიღება: 03 თებერვალი 2022 წ.
 - ტენდერის თარიღი: 15 თებერვალი 2022 წელი, 15:00. ჩატარების ფორმატი - zoom-ის კონფერენციის საშუალებით.
 
კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
 - კომპანიის სრული დასახელება;
 - იურიდიული მისამართი;
 - ფაქტიური მისამართი;
 - ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
 - საკონტაქტო პირი;
 - საბანკო რეკვიზიტები;
 - კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
 - მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
 - სერტიფიკატი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტენდერში მონაწილეს აქვს უფლება გასწიოს მსგავსი ტიპის მოსმახურება.
 - კომერციული წინადადების ღირებულება მოცემული უნდა იყოს ლარში.
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 
შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე ყველა მომსახურებაზე:
- 2022 წლის მარკეტინგული სტრატეგია - მომსახურების ღირებულება,
 - წლის/კვარტლის და თვის ჭრილში დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიები ( იდეა, კონცეფცია, შესრულება )
 - სააგენტოს საკომისიო ზემოთ აღნიშნულ სერვისებთან დაკავშირებით
 - სოციალური მედია პაკეტი და არხების მენეჯმენტი მომსახურების ღირებულება
 
ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების აღწერილობა:
- 2022 წლის მარკეტინგული სტრატეგია
 - წლის/კვარტლის და თვის ჭრილში დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიები ( იდეა, კონცეფცია, შესრულება )
 - სააგენტოს საკომისიო ზემოთ აღნიშნულ სერვისებთან დაკავშირებით.
 - სოციალური მედია პაკეტი და არხების მენეჯმენტი ( ფეისბუქი/ინსტაგრამი - კონცეფცია, დიზაინი, რეკლამის მენეჯმენტი, ინბოქსი, საიტზე ინფორმაციის განახლება
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2021 წლის 14 თებერვლისა 18:00 საათამდე.
 - ტენდერის ჩატარების ადგილი: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
 - მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და მასალა, რომელიც მოთავსებულია კონვერტში.
 
ტენდერის კატეგორია:
- 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
 - 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
 - 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები