ჩაბარების ვადა:

14 თებერვალი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T12059 - ტენდერი ბორჯომისა და ზანავის მინერალური წყლის საბადოების ტერიტორიაზე სამი (#133,134 და 156) საექსპლუატაციო და დასაკვირვებელი ჰიდროგეოლოგიური ჭაბურღილის ბურღვის, გამაგრების და შესწავლის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

გაცნობებთ, რომ აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპსაიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალიაცხადებს ტენდერს ბორჯომისა და ზანავის მინერალური წყლის საბადოების ტერიტორიაზე 3 საექსპლუატაციო და დასაკვირვებელი ჰიდროგეოლოგიური ჭაბურღილის ბურღვის, გამაგრების და შესწავლის სამუშაოების შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი კვალიფიკაციის ყველა დაინტერესებულ იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირს.

ტექნიკური დავალება შესაბამის დანართებთან ერთად იხ. მიმაგრებულ ფაილებში.

კონკურსანტმა საკონკურსო წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • საკონკურსო წინადადების სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება;
  • ინფორმაცია კონკურსანტის მიერ განხორციელებული ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადის შესახებ/სამუშაოების გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ ეგზემპლარად.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება და ..) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი, სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო სპეციალური ტექნიკა და მანქანა-მექანიზმები.

გარდა ზემოთ მითითებული სავალდებულო მოთხოვნებისა გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია:

  • გამოცდილება მინერალურ წყალზე ჭაბურღილების ბურღვის, გამაგრების და შესწავლის ტექნოლოგიის თავისებურებების გათვალისწინებით;
  • ჭაბურღილის ბურღვის პროცესში კერნის ნიმუშების აღების გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობა;
  • ფასი და გადახდის პირობა;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • სამუშაოს ხარისხიანად შესრულების გარანტია, ასევე შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა;
  • კონტრაქტის სხვა პირობები;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები 2022 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, თბილისის დროით 17:00 საათამდე ელფოსტის შემდეგ მისამართზე: GE_IDSBorjomiTenders@ids-borjomi.com 

დამატებითი ტექნიკური განმარტებების მისაღებად კონკურსანტს შეუძლია დაუკავშირდეს:
ვატო შარაშენიძეს: v.sharashenidze@ids-borjomi.com (mailto: v.sharashenidze@ids-borjomi.com )
თემურ კოროშინაძეს: t.koroshinadze@ids-borjomi.com (mailto: t.koroshinadze@ids-borjomi.com )

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები